საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დაემსმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა უპრეცედენტო გამოწვევას, კოვიდ–19 პანდემიას დაემთხვა, თუმცა საქართველომ მოახერხა სიტუაციასთანადაპტირება, გამოძებნაკრეატიულიდაეფექტურიგზებიპრიორიტეტებისწარმატებითგანსახორციელებლად. "დიდადვაფასებიმმეთოდებს, რისისაშუალებითაცსაქართველოსხელისუფლებამმოახერხასიტუაციასთანადაპტირება, გამოძებნაკრეატიულიდაეფექტურიგზებიპრიორიტეტებისწარმატებითგანსახორციელებლად. თქვენიპრიორიტეტები, რომლებიცევროპისსაბჭოსმანდატთანსრულშესაბამისობაშიიყო, ამავდროულადგაბედულიდაამბიციურიგახლდათდაადამიანისუფლებებისადაგარემოსდაცვისსფეროშისიახლედაამკვიდრა"-ნათქვამია გენერალური მდივნის წერილში.
გენერალური მდივანი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ შერჩეული პრიორიტეტები სოლიდური და ამბიციური იყო და ამასთანავე, საქართველომ, თავმჯდომარეობისას ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში სიახლე დაამკვიდრა.
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, საქართველოსმნიშვნელოვანი პროგრესისთვის.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებს და მადლიერებას გამოხატავს თავმჯდომარეობის ექვსთვიან პერიოდში არსებულითანამშრომლობისადააზრთაგულწრფელიურთიერთგაცვლისთვის.
"თქვენუნდაიამაყოთ 6 თვისგანმავლობაშითქვენიმიღწევებით, ასევეიმით, თუროგორგაართვითთავითავმჯდომარეობასკოვიდ–19–ისპერიოდში, რამაცუკიდურესადრთულპირობებშიმინისტრთაკომიტეტისეფექტურიმუშაობაუზრუნველყო"-წერს რიკდაემსიევროპისსაბჭოსსაპარლამენტოასამბლეისპრეზიდენტი
რიკ დაემსი ასევე დადებითად აფასებს, პანდემიის დროს მკაცრი კარანტინის მიუხედავად, საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ მინისტრთა კომიტეტის, საპარლამენტო ასამბლეის და გენერალური მდივნის ე.წ. სამმხრივი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით გაწეულ სამუშაოს.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტის, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირის ხელშეწყობა, რაც წარმოადგენს საქართველოს თავმჯდომარეობის უაღრესად მნიშვნელოვან მემკვიდრეობას. ამ კონტექსტში, რიკ დაემსი მიესალმა საქართველოს, საბერძნეთის და გერმანიის თავმჯდომარეობების ერთობლივ დეკლარაციას, რაც უზრუნველყოფსაღნიშნული საკითხის მომდევნო თავმჯდომარეობების დღის წესრიგში გათვალისწინებას და ხელს შეუწყობს ამ სფეროში ევროპის საბჭოს ინსტრუმენტების პოტენციალის სრულად ათვისებას.
დასასრულს, თანამშრომლობისათვის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს მინისტრისა და ელჩი გივიაშვილის მიმართ.

















