საქართველოს დღეს ღამით აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია ეწვევა.
დელეგაცია, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის ადამიანის უფლებათა დაცვისა
და შრომის საკითხებში ტომას მელია ხელმძღვანელობს, თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდება და შეხვდრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. მის შემადგენლობაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან. ისინი საქართველოს საპარლამენტო არჩვენების წინ არსებულ ვითარებას შეფასებენ.
დელეგაციის წევრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია და დელეგაციის წევრები მთელ რიგ შეხვედრებს გამართავენ, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობას სთხოვენ, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ აღასრულოს, ასევე, სთხოვენ პოლიტიკურ პარტიებს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ და დაიცვან კანონი.

















