„ხალხნო არ გრცხვენიათ?! ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ჩვენ არჩევნები გველოდება წინ. რაღაც ელემენტარულ
ეთიკაზე, ქცევაზე უნდა შევთანხმდეთ. მე ხომ არასოდეს მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არ მქონია?! აი ეს გამოკიდება რა არის ?!“, - მიმართა ჟურნალისტებს გახარიამ.
ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიას ჟურნალისტები გაეკიდნენ.

















