კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კახეთში მომხდარმა სტიქიამ გამოაშკარავა,
რომ ხელისუფლებას მთლიანად გაფლანგული აქვს სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში 100 მილიონიანი სახელმწიფო ფონდის სახსრები.
როგორც მან თელავში დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, მოსახლეობას საკომპენსაციოდ ხელისუფლება 1 500 ლარს პირდება, მაშინ, როცა ზარალი გაცილებით მეტია.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის დასახმარებლად მან ბიუჯეტში გადარიცხა 80 მლნ ლარი, თუმცა, არც ეს ფული მივიდა მათთან.
„ხელისუფლებამ ეს თანხა ისევ საკუთარი მიზნებისთვის სხვადასხვა რეგიონში გადაანაწილა. არადა, ეს 80 მილიონი იმის საშულებას იძლეოდა, რომ თითოეულ ოჯახს კომპენსაციის სახით სულ ცოტა 4 700 ლარი მიეღო“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მან პირობა დადო, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ერთი ოჯახი არ დარჩება რეალური დახმარების გარეშე.

















