კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო „უხამსი და აგრესიული“ ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა.
როგორც ივანიშვილმა დღეს თელავში აქციაზე განაცხადა, არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის პრეზიდენტი ისე არ მიმართავს საკუთარ ხალხს, როგორც სააკაშვილი.
„თავის ხალხს კრემლის აგენტებს, მტრებს და კრიმინალებს უწოდებს და ემუქრება, რომ საკადრის პასუხს გასცემს. ქვეყნის პრეზიდენტი თავის ხალხს განადგურებით არ უნდა ემუქრებოდეს, ეს უნდა დასრულდეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილი საზოგადოებას ორად ყოფს და აპირისპირებს, რაც დანაშაულია.

















