logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტზე: რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ
მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტზე: რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ
15:19 27.06.2020
”იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოდიოზური კრიმინალის, ჟორიკა რურუას მფარველობაზე არიან გადასულები და ის საკუთარ ლიდერად გამოაცხადეს, ბერა ივანიშვილს დააბრალეს დანაშაულში ბრალდებულების მფარველობა“ - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ გუშინდელ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ამ ბოროტ და კრიმინალურ ძალას ხელში საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ბრძოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, მედიასაშუალება დარჩა და რადგან ხალხზე ფიზიკურად ვეღარ ძალადობენ, სიცრუით და ცილისწამებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას” – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები, მათი ეგრედწოდებული ექსპერტები და მედიასაშუალებები ხელებს იფშვნეტდნენ, რომ საქმე იქნებ გაუხსნელი დარჩენილიყო, მაგრამ როგორც კი პოლიციამ 17 ბრალდებული დააკავა, ნერვებმა უმტყუნათ და უკადრებელის კადრებაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სცადეს - ბრალდებულების მფარველობა გამოგონილი ფაქტებით და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული ვარაუდებით, ბერა ივანიშვილს დააბრალეს.

,,ესენი სულ გაგიჟდნენ” - ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მოკლე შეფასება ნაციონალური მოძრაობის რუპორი ტელევიზიების უბინძურეს ტყუილებზე, რომელიც ხალხისგან მომისმენია.

ამ ბოროტ და კრიმინალურ ძალას ხელში საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ბრძოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, მედიასაშუალება დარჩა და რადგან ხალხზე ფიზიკურად ვეღარ ძალადობენ, ამ ინსტრუმენტით - სიცრუით და ცილისწამებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, ისინი ებრძოდნენ ექიმებს, ხალხს და ქვეყანას, იდგნენ ვირუსის მხარეს და ფეიკ-ნიუსებით ზაფრავდნენ ხალხს.

გამანადგურებელი მარცხი განიცადეს საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესშიც და სრული ლუსტრაციის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სიტუაციის ესკალაციის და არეულობის მოწყობის გარდა პერსპექტივა არ გააჩნიათ.

სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა ამაზრზენი იყოს, გადაწყვიტეს ერთ-ერთ მაშველ რგოლად 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი გამოეყენებინათ და ეს უმძიმესი ტრაგედია სახალხო მღელვარების საბაბად ექციათ.

მთელი კვირის განმავლობაში ყველანი ვხედავდით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები, მათი ეგრედწოდებული ექსპერტები და მედიასაშუალებები ხელებს იფშვნეტდნენ, რომ საქმე იქნებ გაუხსნელი დარჩენილიყო, მაგრამ როგორც კი პოლიციამ 17 ბრალდებული დააკავა, ნერვებმა უმტყუნათ და უკადრებელის კადრებაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სცადეს - ბრალდებულების მფარველობა გამოგონილი ფაქტებით და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული ვარაუდებით, ბერა ივანიშვილს დააბრალეს.

ხელწერა უცვლელია, სხვას აბრალებენ იმას, რასაც თავად აკეთებენ: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოდიოზური კრიმინალის, ჟორიკა რურუას მფარველობაზე არიან გადასულები და ის საკუთარ ლიდერად გამოაცხადეს, ბერა ივანიშვილს დააბრალეს დანაშაულში ბრალდებულების მფარველობა.

თუმცა ყველა ხვდება, რომ სამიზნე არც ბერაა და არც მაგალითად ალეკო ივანიშვილი, რომელსაც ,,გამთავრებულმა” ,,ტვ პირველმა” ირანული ნავთობით ვაჭრობა დააბრალა.

სამიზნე უცვლელია - ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” თავისი უბედურების მთავარ მიზეზად მიიჩნევს და სხვათა შორის, სრულიად სამართლიანად, რადგან ამ ადამიანმა ქართველ ხალხთან ერთად ჩამოართვა ნაცებს ხალხზევე ძალადობის ფიზიკური ინსტრუმენტები, მოახდინა მათი სრული ლუსტრაცია და რევანშის შანსიც გაუნულა.

სწორედ აქედან მოდის პერმანენტული საინფორმაციო შტურმი, სადაც უკვე რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ და ზოგიერთ შემთხვევაში ბრალდებების ნაწილს მისი ოჯახის წევრებზე გადაანაწილებენ ხოლმე.

,,ნაციონალური მოძრაობის” სქემაში სიკეთე - ბოროტება, შენება - ნგრევა, მშვიდობა - დესტაბილიზაცია, ქველმოქმედება - მომხვეჭელობა, ბუნებაზე ზრუნვა - ბუნებაზე ძალადობაა და როცა ფაქტები არ არსებობს, მისი მოგონება არც ნაცებისთვის, არც ,,მთავარი არხისთვის” და არც მათი კრიმინალური კლასტერის სხვა წარმომადგენლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ბოლო სიუჟეტიც ამ ბინძური კამპანიის ნაწილი და წარმოუდგენელი ბოროტებაა, სადაც არა პოლიტიკოსს, არამედ მის შვილს აბრალებენ დანაშაულს მამის ,,გასაშავებლად”.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ - რადიკალური ოპოზიცია მსგავსი ქმედებების გამო გარდაიქმნა კრიმინალურ ოპოზიციად. კრიმინალებს სჯის მართლმსაჯულება, ხოლო კრიმინალურ ოპოზიციას - ხალხი. განაჩენი 31 ოქტომბერს გამოცხადდება!“ - წერს მამუკა მდინარაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა