logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კარლ ჰარცელი: ვულოცავ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს
კარლ ჰარცელი: ვულოცავ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს
14:14 27.06.2020

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების

ხელშეკრულების გაფორმების 6 წლისთავს გამოეხმაურა.

"ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს, რომელიც ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია. ასევე, ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია გასული წლის განმავლობაში. მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში.

იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის. ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით.

და ბოლოს, მინდა შევეხო გარემოსა და ენერგოეფექტურობას. ეს არის ის საკვანძო სექტორი, სადაც საქართველო ახლა ვითარდება და კიდევ აქვს გზა გასავლელი ამ მიმართულებით. მე პროგრესს ამ სფეროში განსაკუთრებით ველოდები და მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობისთვის.

ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან "ერასმუს+"-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა, მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას. დიდი მადლობა!“ - წერს დიპლომატი.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა