logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: 90-იანები გვაქვს გამოვლილი და როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანი ხდება სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე, ყველაფერთან ერთად, საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობს შეურაცხყოფილად
გიორგი გახარია: 90-იანები გვაქვს გამოვლილი და როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანი ხდება სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე, ყველაფერთან ერთად, საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობს შეურაცხყოფილად
23:05 26.06.2020
დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ წამოგვაძახა, რომ სენატში განიხილება თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომ იქ ისეთი ჩანაწერი იქნება, აგერ ნახავთო; მრჩება შთაბეჭდილება, ჩენი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ექსკლუზიური უფლება ჰგონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენის თარგმნა და შემდგომ ამით სპეკულირება ქართულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დეზინფორმაციის, იგივე ფეიკ ნიუსების, მოდელირებული რეალობის მეშვეობით, ადამიანებმა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური დავის და პოლიტიკური მსჯელობის საგნად გახადეს კონკრეტული სამართლებრივი საქმის კონკრეტული პერსონაჟის, ამ შემთხვევაში ბატონი რურუას საკითხი, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, საკითხის მსგავს ტონალობაში დაყენება ტრაგიკულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს რა ხდებოდა 90-იან წლებში და ის, რომ კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე დღეს სტრატეგიულ პარტნიორებთან მსჯელობის საგანი ხდება, საქართველოს მოქალაქისთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, შეურაცხმყოფელია.

„ჩვენს საზოგადოებას ხომ მეხსიერება აქვს, ჩვენს საზოგადოებას ხომ ახსოვს, რა ხდებოდა 90-იანებში, ჩვენს ზოგიერთ რეგიონს ახსოვს, საერთოდ რა ხდებოდა. ჩვენ ხომ მძიმე 90-იანები გვაქვს გამოვლილი და როდესაც ჩვენ, თითოეული ჩვენგანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანი ხდება სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე, ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობს შეურაცხყოფილად. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფეიკ ნიუსები, ეს მოდელირებული რეალობა, ხელოვნურად შექმნილი ისტორიები, ქმნიან საფუძველს იმისთვის, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანიც კი ხდებოდეს ის, რაც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის არის წარმოუდგენელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ ბატონები საკუთარი ეგოს და ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინით, არაფრად დაგიდევენ იმას, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, მიაყენონ მას ზიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკუთარი ეგოისტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ეს არის ბოროტება და ზოგიერთს ტაშს დავუკრავდი ახლა აქ რომ ბრძანდებოდნენ და ვეტყოდი, ბატონებო, თქვენ ხართ ჩემპიონები ქვეყნის მტრობაში და ქვეყნისთვის ბოროტების ჩადენაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა