logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ოთხმოცი პროცენტი იყო მომავალზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე
რატი იონათამიშვილი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ოთხმოცი პროცენტი იყო მომავალზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე
23:03 26.06.2020
„დღევანდელი დებატების საფუძველზე საზოგადოებას ექნება საუკეთესო შესაძლებლობა გაარჩიოს ვინ როგორი პასუხისმგებლობით და კომპეტენციით ეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. ერთი მხრივ, ჩვენი მოვისმინეთ კონკრეტული ხედვა ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, მეორე მხრივ კი, მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური კითხვები. პრემიერის გამოსვლის ოთხმოცი პროცენტი იყო მომავალზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შედმეგ.

მისივე თქმით, მალე, პარლამენტი, მესამე მოსმენით, კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამ დღეს საბოლოოდ გაირკვევა ვინ დადგება პროგრესული გადაწყვეტილების მხარეს და ვინ აღმოჩნდება პოლიტიკურ აუტსაუდერებში, ვინ შეირცხვენს თავს არა მხლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

„კარლ ჰარცელი ყოველ ჯერზე მიუთითებს მათ142 მანდატიან მხარდაჭერაზე. კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები შედგეს და ეს მოხდეს სრული მხარდაჭერით. ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ ყველა მხარისგან იხილავს ცვლილებების მხარდაჭერას. გერმანიის ელჩი, ვინც იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფასილიტატორი, რომელიც ამათთვის როგორც აღმოჩნდა ყოფილა ვიღაც ელჩი, პირდაპირ ამბობს, რომ ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში და უკვირს, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია. დარწმუნებული ვარ ოპოზიცია იტყვის, რომ აშშ-ელჩიც ცდება და ევროკავშირის ელჩიც ცდება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ეწყინა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში განსაკუთრებულად იყო აღნიშნული.

„უკვე იკადრეს და ვიღაც ელჩი უწოდეს ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერის და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში. ეს მე არ მიკვირს, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ეყო უტიფრობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ეთქვა, რომ ამერიკის მთავრობა ცდება, რადგანაც ძალიან ეწყინა, რომ 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში იყო განსაკუთრებულად აღნიშნული, როგორც სანდო, მტკიცე და მყარი. ეს ანგარიში ეწყინა მარტო რუსეთს და ეწყინა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ თავისი მიზნებით ორივე საქართველოს მტერია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციისთვის აშშ-ს მთავარობა ცდება მაშინ, როდესაც არ მოსწონთ, სტრასბურგის სასამართლოც ცდება მაშინ, როდესაც არ მოსწონთ და თუ ხელისფლებაში არ არიან დასავლეთი როგორც მათი ლიდერი ამბობს კოლონიალური პოლიტიკით არის შემოფარგლული.

„ალბათ, ამათთვის რუსეთი არ ცდება, როდესაც საქართველოსთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნეგატიურ განცხადებებს აკეთებს დ ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ამათი კომპეტენცია ეკონომიკაში არის ნული, ამათი კომპეტენცია საგარეო პოლიტიკაში არის ნული, ამათი კომპეტენცია უსაფრთხოების საკითხებში არის ნული, ამათი კომპეტენცია ეროვნულ საკითხებში არის ნული და შესაბამისად, შედეგი არჩევნებზე ამათთვის იქნება ნული. როგორც ახლა ჰქონდათ ერთი სული გასულიყვნენ ამ დარბაზიდან, ისე ექნებათ ერთი სული არჩევნების შემდეგ, რომ წავიდნენ პოლიტიკიდან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა