logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას
22:54 26.06.2020
„მთავარი ხაზი, რაც გასდევდა პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ორი თემაა. პირველი ისაა, რომ საქართველოზე მზრუნველი მთავრობა არ ფიქრობს იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს იმისაგან, რასაც ახლა აკეთებს, რადგან სიტუაცია მართლაც რთულია ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით და არავის უთქვამს, რომ არ არსებობს პრობლემა და არ არსებობენ რეალური ადამიანები, რომელთაც ჩვენგან დახმარების ხელი სჭირდებათ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანგარიში წარმოადგინა.

მისი თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო ადამიანების კოლოსალური რაოდენობა, რომლებიც, პრაქტიკულად, გაძარცვეს ან იძულებული გახადეს დარჩენილიყვნენ ღარიბებად, რადგან გადასარჩენი ჰყავდათ ოჯახის წევრი უსამართლო სასამართლოსგან ან სიკვდილისაგან.

„ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი იდეა არის ის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს ისტორიული პროცესი, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ საბავშვო ბაღში უნდა იარონ და ერთ სამშობლოში უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს.

„ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ოპოზიციამაც დაინახა და მათი გამწარება ამითაა გამოწვეული. ვისაც უტევდნენ - ბიძინა ივანიშვილს, ის არ პასუხობდა იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავინახოთ ყველამ, რომ ამას არა პასუხები და რიტორიკა, არამედ საქმე სჭირდება. ყველაზე კარგი პასუხი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ თავიდანვე შევუდექით და ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩამოყალიბდა მართვის სისტემა, რომელიც დღეს ძალიან რთულ პირობებში ხელმძღვანელობს საქართველოს. პრემიერ-მინისტრი თავის ადგილზეა, განაგებს, კომპეტენტურია და სისტემა არის ჩამოყალიბებული. დამისახელეთ რომელიმე დარგი, რომელსაც ფეხი აერია ამ ურთულეს სიტუაციაში. ახლა მიადგნენ უშიშროებას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას.

„გადავხედოთ სიტუაციას და შევაფასოთ თითოეული სამინისტრო. აქედან გამოვიდეთ, როცა ვსაუბრობთ, კარგი მთავრობა გვყავს თუ არა. კარგი მოხსენება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა თუ არა. იყავით სიღრმისეული ანალიზის მოყვარულები და არჩევნებისას სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ“, -მიმართა მოსახლეობას საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა