logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია ოპოზიციას: რეალური პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მაგრამ ამის უკან დგას ადამიანების ბედი, პოლიტიკური კულტურა, მორალური ფასეულობები
გიორგი გახარია ოპოზიციას: რეალური პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მაგრამ ამის უკან დგას ადამიანების ბედი, პოლიტიკური კულტურა, მორალური ფასეულობები
22:00 26.06.2020
მძიმეა იმის აღიარება, გათვითცნობიერება, რომ დღეს, როცა ქვეყანაში რეალური კრიზისია, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, როდესაც ეკონომიკური კრიზისია და ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ ვსაუბრობთ ისევ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უბრალოდ ტრაგიკულია.

„მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ცოტა ემოციური მომენტებიც არსებობდა, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად, დიდწილად, მე, არა მხოლოდ მე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველას მწუხარება გვალაპარაკებდა. ადამიანებს გაუკვირდათ ჩემი ემოციური რეპლიკა კურდღლები რატო დაგვიძეხაო, როდესაც დღეს აქ არ არიან, ამ წუთში აქ არ არიან. პარლამენტის წინაშე მოვედით, ეს ჩვენი მოვალეობაა, პატივს ვცემთ პარლამენტს, ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს, მაგრამ არც ერი შეკითხვა ქვეყნისთვის დღეს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არ ყოფილა. ეს ხომ არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებაა, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ, სამუშაო დაკარგეს, ბევრს ოჯახში შემოსავალი დააკლდა, ბევრს სესხები აქვს, ამ თემებზე სასაუბროდ მოვედით და არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდში ამასთან დაკავშრებით არ ყოფილა, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ტრაგიკულია, სხვა ყველაფერს თავის რომ დავანებოთ. ამის მაგივრად რა იყო, ამის მაგივრად იყო გავრილოვი, იყო 20 ივნისი, ხორავას, კერზაისას ტრაგედიების გახსენება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ოპოზიციას, მმართველს, აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს თავისი სუბიექტური ან ობიექტური შეფასება, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საბედნიეროდ. მაგრამ დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო სხვა და ყველაზე ტრაგიკული ამაში ისაა და მართლა მორალურად ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კონკრეტული მოქალაქის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია იყოს პოლიტიკური სპეკულირების საგანი, “- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, გასაგებია, რომ პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირება მოახდინო საპარლამენტო დარბაზში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მაგრამ ამის უკან დგას ადამიანების ბედი.

„შეიძლება ეს არ იყოს მთლად კორექტული, მაგრამ პერსონალურად ჩემთვის, დღეს, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ინფიცირდებიან, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ თუ ქვეყანაში, ცალკე აღებულში გახსნა მოხდება ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, არსებობს ეპიდემიის აფეთქების რისკი, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ეკონომიკურ კრიზისამდე, ეს ხომ თითოეულ ადამიანს ეხება და როცა ამ ყველაფრის ფონზე ადამიანები სამწუხაროდ იქცევიან ასე, ეს შეიძლება დეზერტირობის ტოლფასიც იყოს. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მესმის, რომ რეალური პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირება მოახდინო საპარლამენტო დარბაზში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, გავიგე, ეს მარტივია. მაგრამ ამის უკან დგას ადამიანების ბედი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, უბრალოდ ელემენტარული მორალური ფასეულობები, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ დასკვნით სიტყვაში, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა