logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ახალგაზრდობის გულწრფელ პროტესტს პარლამენტის შენობაზე შტურმის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სახე მიეცით
გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ახალგაზრდობის გულწრფელ პროტესტს პარლამენტის შენობაზე შტურმის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სახე მიეცით
21:29 26.06.2020
ბატონო რომან, 20 ივნისს თქვენ რომ ამ დარბაზში იჯექით, ოცნებობდით, რომ პოლიციის კორდონი გარღვეულიყო და ხალხი აქ შემოჭრილიყო; ეს იყო მაშინ თქვენი ოცნება, ამაში დარწმუნებული ვარ და თქვენც იცით, რომ ეს ასე იყო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებიც ბოთლების სროლას ითმენდნენ და სახელმწიფოს იცავდნენ.

„სხვა არაფერი გამოძრავებდათ თქვენ, ვინც აქ ისხედით, ყველას. ამის ფოტოებიც მაქვს და კადრებიც. თქვენ ოცნებობდით იმაზე, რომ ხალხი შემოიჭრებოდა და თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ადამიანების, ახალგაზრდობის გულწრფელ პროტესტს, იმდენი ქენით, რომ სახე შეუცვალეთ და პარლამენტის შენობაზე შტურმის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სახე მიეცით. ეს თქვენ გააკეთეთ, ეს თქვენი შემოქმედება იყო და რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, ვერ ვხვდები. პირიქით, მადლობას ვუხდი იმ პოლიციელებს, რომლებიც აქ იდგნენ, ითმენდნენ ბოთლების სროლას, რკინების თავში დარტყმას, გატაცებებს და ყველაფერს და ქვეყანა დაიცვეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელზეც საქართველოს ხელსუფლებამ თავისი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

„საქართველოს მტერს ჩვენ საკადრისს პასუხს გავცემთ ყოველთვის. გავრილოვით როცა სპეკულირებს ოპოზიცია, ეს არის პრობლემა. მე, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად. გავრილოვი ამ სავარძელში იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელზეც საქართველოს ხელსუფლებამ თავისი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ვუმეორებ ქალბატონ სამადაშვილს, რომელმაც პოლიტიკურ დანაშაულსა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის სხვაობა არ იცის, როგორც ჩანს. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ბატონებმა, რომლებიც პასუხს აგებენ, სასამართლო პროცესები ჩატარდა. ამას იურისტობა არ უნდა, ელემენტარული ცოდნაა საჭირო, რომ სასამართლო პროცესები დასრულდა, ხალხმა აღიარა, რომ პარლამენტის შტურმში მონაწილეობდა. იმის დროც მოვა, ბატონებო, როდესაც გამოძიებით დადგინდება ამ შტურმის ორგანიზატორები ვინ იყვნენ. რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, ამ შენობაში მე მარტო კი არ ვიყავი. ამ შენობის მე-3 სართულიდან იცით რა კარგად ჩანდა ყველაფერი? - იდეალურად. სახეებით, გარდა იმისა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ნახა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა კიდევ ერთი აქცია, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაიმართა და როდესაც ერთ მხარეს იყო ოპოზიცია, ხოლო მეორე მხარეს მოქალაქეების სხვა ჯგუფი შეიკრიბა.

„იყო რისკები. მე მახსოვს ოპოზიციის ზოგიერთი წევრის გაშმაგებული სახე, რომელიც ამბობდა, რომ ეს ადამიანები თუ ახლოს მივლენ ერთმანეთთან და ხელს დაარტყამენ, ეს გვინდაო. ეს ყველაფერი არსად წასულა და ამას ყველაფერს კადრებიც ახლავს, ხალხიც იმახსოვრებს და ისტორიაც, გაითვალისწინეთ“, - მიმართა პრემიერმა "ნაციონალურ მოძრაობას“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა