logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: "ქართული ოცნება" ისე იქცევა, როგორც ამას ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და სამშობლო იმსახურებს
მიხეილ ყაველაშვილი: "ქართული ოცნება" ისე იქცევა, როგორც ამას ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და სამშობლო იმსახურებს
21:22 26.06.2020
2012 წელს შეიცვალა ვითარება, მთავარი ძალა გახდა ქართული ოცნება და თუ გაიხსენებთ, ბიძინა ივანიშვილის გზავნილი იყო - ჩვენ ამ ხალხს ისე კი არ უნდა მოვექცეთ რისი ღირსებიც არიან, არამედ ისე მოვექცეთ როგორც ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და ჩვენი სამშობლო იმსახურებსო, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ყოფილი თანაპარტიელების ბრალდების საპასუხოდ, რომელთა განცხადებითაც იმის ნაცვლად რომ ნაცმოძრაობა გაესამართლებინათ, ქართულმა ოცნებამ იგი მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარა.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ კი ყოფილი თანაგუნდელები გაიხსენებენ, რომ თვითონ არც თუ ისე დიდი ხანია რაც დატოვეს ქართული ოცნება და ამიტომ მათგან კრიტიკა მიუღებელია.

„დიდი ხანი არ არის რაც გასულები ხართ, სულ რაღაც 6 თვეა და ისე ლაპარაკობთ, გეგონება ეს 8 წელი და 7 წელი ჩვენთან ერთად არ იყავით. გედი ფოფხაძე მე მეუბნება, არა და ის უფრო მეტი ხანი იყო ქართულ ოცნებაში, ვიდრე მე და ჩემზე და იმ ადამიანებზე აპელირებს, ვინც ახალი მოსულები ვართ, ისე ლაპარაკობენ, თითქოს სხვა გუნდის წევრები იყვნენ, თითქოს სხვა რეალობაში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და კოლეგებს ელემენტარული პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კრიტიკას არავინ არავის უშლის, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც პარლამენტი, მათ შორის მისი კომიტეტი მუშაობს და რომლებიც განვითარებაზეა ორიენტირებული.

„თუმცა ვეთანხმები ბატონ გიორგის, რომ ვერანაირად ვერ დავაყენეთ ამ პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად საქმიანი, შინაარსობრივი გარჩევები სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც მართლა აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა ოპოზიციას ეს არ აღელვებს. როგორც იქნა ბოიკოტის შემდეგ, დღეს გამოჩნდა ხათუნა გოგორიშვილი და დეკლარაციაზე გველაპარაკა ორი საათი. წარმოუდგენელია, სხვა სალაპარაკო ვერაფერი ნახა, ანგარიშში საერთოდ ნახსენები რომ არ არის დეკლარაცია. ნეტა მაშინ ეკითხა დეკლარაციები მის გვერდზე უცებ მილიონერები და მილიარდელები რომ გაჩნდნენ. სამწუხაროდ, ალბათ ვერც მოესწრება რომ ამ გზას დავადგეთ და ანგარიშის შინაარსობრივ განხილვაზე გადავიდეთ და, ასე ვთქვათ, საგნობრივი კამათი გავმართოთ პარლამენტში. ქალბატონო ლელა, თქვენც მოგმართავთ, ვის ბოდიშზე საუბრობთ, კარგი ჩვენ მოგვწამლეთ, მაგრამ ეს ამდენი სტაფი რომ იყო აქ პარლამენტში, ნეტა მაგაზე გეფიქრათ რომ შემოხვედით და ჩუმად დაასხით საწამლავი და მერე გახვედით. არ გრცხვენიათ? ოჯახის ქალი ბრძანდებით და შვილები გყავთ, არ გრცხვენიათ, რაც გააკეთეთ?“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა