logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია:  ყველა ვთანხმდებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო
გიორგი გახარია: ყველა ვთანხმდებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო
20:08 26.06.2020
გასაგებია, რომ ადამიანები ერთი სტილით მუშაობას არიან მიჩვეული და ცოტა დისკომფორტს ქმნის წესების ცვლა, თუმცა ყველა შევთანხმდით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც კერძო კლინიკებთან პრემიერის შეხვედრისას განხილულ საკითხებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელზეც შედგა საკმაოდ ღია, გულწრფელი დიალოგი და იყო კრიტიკაც.

"ორი ძირითადი დაპირება გავეცი - სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის გადახდების დაგვიანება იყო ზოგ შემთხვევაში 5-6 თვე, ეს თემა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დეტალურად შევისწავლეთ და გარწმუნებთ, რომ იქ იყო განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა კომპანიასთან. ზოგს 2 თვე ჰქონდა, ზოგს - 6 თვე. ამას დრო სჭირდებოდა. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა, ყელა ეს ჰოსპიტალი, 12 თვის განმავლობაში 13 თვის ანაზღაურებას მიიღებს. პროგრესი უკვე მიმდინარეობს, 3 თუ 4 თვეა იქ უკვე დარჩენილი, 1 თვე უკვე შევამცირეთ და წლის ბოლომდე, მაშინ, როდესაც ეს ხალხი გულწრფელად მხარში გვიდგას კოვიდ-19-თან ბრძოლის ნაწილში, ეს საკითხი მოგვარდება. შეიძლება არის ცალკეული დისკომფორტის შემქმნელი წუხილები, მაგრამ ამასაც ვუპასუხებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მეორე თემა, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, იყო ტარიფების ნაწილი და ფასი დეფიბრილატორებზე.

"იმისთვის, რომ ეს პრობლემა გვერდზე გაგვეწია და არ გამხდარიყო სამინისტროსა და ბიზნესს შორის კონფლიქტის საგანი, შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვების მექანიზმით საუკეთესო დეფიბრილატორებს თვითონ შეიძენს და ეს რომ დავის საგანი არ გახდეს, სტაციონარებსა და კარდიოლოგიურ კლინიკებს დაურიგებს, რაც უნდა გახდეს გარკვეული კომპრომისული ვარიანტი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოახდინა ამ დეფიბრილატორების იდენტიფიცირება, ახლა გადაუდებელი წესით მიმდინარეობს შესყიდვები. შესაძლოა, ეს დროსი გაიჭიმა, მაგრამ სისტემური რეფორმაა, რომელმაც უნდა შეგვინარჩუნოს საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევები. ეს იქნება მტკივნეული, არ იქნება მარტივი, ცოტა კერძო სექტორმა უნდა დათმოს, ცოტა - სახელმწიფომ და ასე საბოლოო შედეგამდე მივალთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა