logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს: თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საზოგადოება და სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა
ირაკლი კოვზანაძე: ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს: თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საზოგადოება და სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა
20:02 26.06.2020
"დღეს, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს: თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საზოგადოება და სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა"-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს.



ირაკლი კოვზანაძემ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობით გაატარა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტს რთულ პერიოდში უწევს საქმიანობა, ისევე როგორც მთელ ქვეყანას ცხოვრება.



"რეფორმები და სწორი საბიუჯეტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში, ისევე როგორც 2019 წელს, იყო პირობა იმისა, რომ შეგვემცირებინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გვქონოდა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რამაც მოგვცა საშუალება დღეს არსებულ რთულ ვითარებაში, საერთაშორისო ინსტიტუტებისაგან დროულად მოგვეზიდა ფინანსური რესურსები. რაც გვაძლევს საშუალებას დავაბალანსოთ დანაკლისები სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გუშინ დავამტკიცეთ და დავაფინანსოთ ანტიკრიზისული პროგრამა"- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. მისი თქმით, საფინანსო სფეროში რეფორმები გვაძლევს საშუალებას შევამციროთ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი და ამავდროულად შევქმნათ საშუალება , რომ სწრაფად გამოვიდეთ რეცესიიდან. რაც შეეხება რეფორმების ჩამონათვალს მათ შორის არის:



მოგების გადავადებული გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი), დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობის საკითხი, კანონი კომერციული ბანკების რეზოლუციის თაობაზე. გარდა ამისა, კანონები ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და დერივატივების შესახებ და უმნიშვნელოვანესი კანონპაკეტი, "საინვესტიციო ფონდების" შესახებ, რომელიც, აქამდე 8-9 წელი "ბუქსაობდა", ამ დღეებში დასრულდება და საბოლოოდ დამტკიცდება.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი და მთავრობა, უკვე განხორციელებულ რეფორმებზე დაყრდნობით გამოიყვანს ეკონომიკას ჯერ კონსერვაციიდან, ხოლო შემდეგ კი რეცესიიდან. გააგრძელებს ამ რეფორმებს და უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, რაც ირაკლი კოვზანაძის თქმით, სწორედ საზოგადოების დაკვეთაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა