საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად თბილისის ცენტრში ახლადგაკეთებული გზა დაათვალიერა.
გარდა ამისა, მათ ახლადგაკეთებული იყალთოს მთის გვირაბი და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სატრანსპორტო კვანძებიც დაათვალიერეს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, თბილისი დროთა განმავლობაში უფრო თანამედროვე ქალაქი ხდება, უახლესი ესტაკადებით, დასასვენებელი პარკებითა და დახვეწილი შენობებით.
„გიგი, სანამ მე რეგიონებში დავდიოდი, თბილისის შენ საკმაოდ შეგიცვლია, მე გადავყევი სიარულს - ახალციხე, ბათუმი, ქუთაისი, თელავი და ამასობაში თბილისმა ყველას გაუსწრო. თბილისი რელურად, გზების თვალსაზრისით ორ და სამსართულიანი ქალაქი იქნება“- მიმართა სააკაშვილმა გიგი უგულავას.
იყალთოს მთის გვირაბი საბურთალოსა და ვაკის მიმართულებით მოძრაობას განტვირთავს. მისი სიგრძე 204 მეტრია.

















