logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია:  ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატოს სრულფასოვანი წევრობა
გიორგი გახარია: ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატოს სრულფასოვანი წევრობა
13:58 26.06.2020
როგორც ფაქტი, ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატოს სრულფასოვანი წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.
"ვაგრძელებთ ყველა აქტიური ფორმატის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას, საქართველოს ურთიერთობის გაძლიერებას ნატოსთან შავი ზღვის მიმართულებით. ეს არის აბსოლუტურად ახალი კომპონენტი, რომელიც ნატო და საქართველოს თანამშრობლობის ნაწილში გაჩნდა. შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს და საქართველოს სამართალდამცავმა ინფრასტრუქტურამ, სამართალდამცავმა ვამბობ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, შავ ზღვაზე ოპერირების ნაწილში ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია, საქართველომ, სულ უფრო და მეტი ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ უბრალოდ, შავ ზღვაზე ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ოპერირების თვალსაზრისით კონკრეტული ფუნქციები შეიძინოს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიას თქმით, როგორც ფაქტი, ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატოს სრულფასოვანი წევრობა.
"ამისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი შედეგები გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონცენტრირებული მუშაობა ყველა იმ ფორმატში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ეს გახლავთ, ნატო - საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), , რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ქვეყნის ნატოში სრულფასოვანი წევრობის მომზადებისთვის, ასევე, რეგულარული საპორტო ვიზიტები და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვის ქართულ პორტებში ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლობით გამოჩენა იყოს სულ უფრო და უფრო ხშირი, სტაბილური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მე-5 ვიზიტი, რომელიც შედგა და რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის, მაგალითად SNGP -ის განახლებული და გაუმჯობესებული პაკეტი, ეს მაქსიმალურად სწრაფ დროში, როგორც დავასრულოთ, ასევე შემდგომ ამის აღსრულება დავიწყოთ. საერთოდ, საქართველოს, ქვეყნის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, ნატოსთან ხარისხობრივი, ღრმა თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, როგორიც არის საკანონმდებლო, თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის ნაწილი ხდება პრიორიტეტი იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად მოვამზადოთ ქვეყანა, რათა ნებისმიერ მომენტში ვიყოთ მზად, ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა