logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში
გიორგი გახარია: ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში
13:49 26.06.2020
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული და შემდგომი განვითარებისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ნაბიჯები ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, განპირობებული არის, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რაც ამავდროულად არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული კულტურით, პოლიტიკით, სპორტით და ა.შ.,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს "ბორდერიზაცია".



"ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს "ბორდერიზაცია". ქვეყნის შიდა უსაფრთხო გარემოს შექმნაში უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანი მართლმსაჯულების სისტემა, რომელშიც ყველა სამთავრობო და სახელმწიფო უწყებამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ადამიანური სახით ჩამოსაყალიბებლად და შემდეგ გასავითარებლად, სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა არის ჩვენს მოქალაქეებში სამართლიანობის დამკვიდრების ერთადერთი სწორი შესაძლებლობა და მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა თავისი ყველა კომპონენტით - შსს, პროკურატურა, სასამართლო, სპეციალური სამსახურები, ყველას ეფექტური და დამოუკიდებელი მუშაობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ამოცანაა რომ ეს ინფრასტრუქტურა ერთობლივად შევქმნათ. თავდაცვის ნაწილში, ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობა და ქვეყნის მუდმივი მზაობა წევრობისთვის, როგორც ჩვენი თავდაცვის ძალების ეფექტურობის, მათი აღჭურვილობის, სოციალური მდგომარეობის, ასევე საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში ეს უნდა იყოს ჩვენი მუდმივი კომპონენტი და ამისთვის მუდმივად უნდა ვიყოთ მზად,"- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა