logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია:  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგია იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული
გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგია იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული
13:47 26.06.2020
მიმდინარეობს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგიის შემუშავება; ესეც არის ხარისხის და მნიშვნელობის მაჩვენებელი, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი პლატფორმა გაფართოებულია და მასში ჩართულია როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლების დიდი სპექტრი.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგია იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული შემადგენლობა ამოქმედდა, სადაც ასევე ვეცადეთ, მაქსიმალურად გაგვეზარდა ჩართულობის ხარისხი და მინდა როგორც ერთ-ერთი ნიშანი ვთქვა, რომ პანდემიის პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ პერიოდშიც ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციაც მოგვეხდინა და აბსოლუტურად გააზრებულად ვდგამდით ნაბიჯებს. მოგეხსენებათ, ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს გლობალური პრობლემა იყო, მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. სერიოზული პრობლემა იყო თუნდაც ოჯახში ძალადობის შემთხვევები და ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილიყო მინიმიზებული და ამ მიმართულებით ვცდილობდით, ყოფილიყო პროაქტიული მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის თებერვლიდან გაიზარდა სოციალური მუშაკების ანაზღაურება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

"გარდა ამისა, შემუშავებულია 4-წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკების როგორც რაოდენობრივ ზრდას, მათი კომპეტენციის ზრდას და რა თქმა უნდა, პარალელურად, მათი ანაზღაურების ზრდასაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა