logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით ვითარდება
გიორგი გახარია: აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით ვითარდება
13:10 26.06.2020
ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ჩვენი ქვეყნის ძირითად მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიმართულებებია - ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი გაღრმავება, ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური ფაქტორი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კორონავირუსთან ბრძოლაში კონკრეტული, მიმდინარე დახმარებისთვის, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში გაგვიწიეს. ხაზგასმით მადლობას ვუხდი აშშ-ს იმ დახმარებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და რომლის მატერიალიზებული შედეგია ლუგარის ლაბორატორია, რომელმაც ეპიდემიასთან ბრძოლაში თავისი კონკრეტული და აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულა. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომლის შემდგომი განვითარებაც უნდა გავაგრძელოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მიიღო და რომელშიც საქართველო არის იმ ქვეყანათა შორის, რომლის ფინანსური დახმარება ბოლო წლების განმავლობაში ისევე, როგორც 2020 წლის მაჩვენებლებით გაზრდილია და შეადგენს 132 მილიონ აშშ დოლარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, აშშ-თან თანამშრომლობის ახალი განზომილება, რომელზეც სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ, არის ეკონომიკური თანამშრომლობის განზომილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად ვსაუბრობთ ვაჭრობის სპეციალურ რეჟიმებზე, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება გვქონდეს. ეს არის ძალზედ საფრთხილო და დეტალურად სამუშაო მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წლის ბოლომდე და შემდგომ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა