logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარკუს ჰელდი: საქართველო სწორ გზას ადგას საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ნაწილში
მარკუს ჰელდი: საქართველო სწორ გზას ადგას საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ნაწილში
12:03 26.06.2020
ბუნდესტაგის წევრი მარკუს ჰელდი ოპოზიციას მოუწოდებს, უარი არ თქვან ერთობლივი ძალისხმევით მოლაპარაკებული შედეგის მხარდაჭერაზე - ამის შესახებ მარკუს ჰელდი tagesspiegel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

სტატიის თანახმად, სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და საარჩევნო რეფორმის დანერგვის მიზნით. ჯამში 150 წევრით დაკომპლექტებულ საკანონმდებლო ორგანოში ხსენებულმა ინიციატივამ 115 კანონმდებლის ხმა მიიღო.

ხანგრძლივი და ზოგჯერ რთული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები კომპრომისზე წავიდნენ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების კენჭისყრისას. გერმანიის ფედერალური პარლამენტისა (ბუნდესტაგის)და კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრის მარკუს ჰელდისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ.

კომპრომისი მდგომარეობს შემდეგში: 150 პარლამენტის წევრიდან 120-ის არჩევა მოხდება პროპორციული სისტემით, დანარჩენი 30 ადგილი მაჟორიტარული პრინციპით განისაზღვრება. ამასთანავე, ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტის მიმღები პარტიები პარლამენტში მოხვდებიან. ასევე შეთანხმებულია, რომ ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე ნაკლების მქონე პარტიები ვეღარ იქონიებენ უწინდელ საპარლამენტო უმრავლესობას.

„ხმის მიცემის ახალი სისტემა ძალაში უნდა იყოს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის“ აცხადებს მარკუს ჰელდი და დასძენს, რომ „1991 წელს სუვერენიტეტის მოპოვებიდან დღემდე ეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა იქნება საქართველოსთვის“.

ეს ქართველების გამარჯვება იქნება, რადგან ხმის მიცემის სამართლიანი სისტემა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია ჯეროვანი დემოკრატიისთვის.

მარკუს ჰელდი იქვე აცხადებს, რომ „ამომრჩეველთა ხმები აღარ დაიკარგება თუ საარჩევნო უბანზე კანდიდატი გამარჯვებულის უკან აღმოჩნდება. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც აბსოლუტური გამარჯვების მქონე კანდიდატის უკან მდგომი და ამდენად მეორე ადგილზე გასული კანდიდატები პარლამენტში მაინც მოხვდებიან პროპორციული სისტემის წყალობით.“

„სამწუხაროდ, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა განზრახ შეიკავეს თავი მეორე მოსმენაში მონაწილეობისგან“ დასძენს ბუნდესტაგის წევრი და ყველა პარტიას მოუწოდებს საარჩევნო რეფორმის რაც შეიძლება მეტი ხმით მხარდაჭერისკენ, რადგან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერდნენ მხარს 8 მარტის შეთანხმებას. „ევროკავშირი და შეერთებული შტატების ხელისუფლება ყოველთვის აქებდნენ საარჩევნო რეფორმას და აცხადებდნენ, რომ ყველა პარტიამ უნდა მისცეს მას ხმა“ აცხადებს მარკუს ჰელდი. თუ ეს არ მოხდა, 31 ოქტომბერს გასამართი არჩევნები ძველი კანონის შესაბამისად ჩატარდება და შეურიგებელ კონფრონტაციას ვიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ყველას დაჟინებით ვთხოვ დაიცვან შეთანხმება სიტყვითა და საქმით, სრულად აღასრულონ მისი სულისკვეთება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რათა საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა წარმატებით დამტკიცდეს მიმდინარე წლის შემოდგომამდე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. „ეს იქნება საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის მიღწეული წარმატება“.

https://www.tagesspiegel.de/advertorials/ots/abgeordnetenbuero-marcus-held-mdb-georgien-mit-wahlrechtsreform-auf-dem-richtigen-weg-bundestagsabgeordneter-marcus-held-spd-fordert-opposition-auf-sich-nicht-zu-verweigern-und-das-gemeinsam-verhandelte-ergebnis-mitzutragen/25948974.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა