„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ კრწანისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების მუზეუმის
პროექტის პრეზენტაცია გამართა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, კრწანისში ღია მუზეუმი გაკეთდება, რომელიც კრწანისელი გმირების ხსოვნას მიეძღვნება.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი არამხოლოდ კრწანისის, არამედ საქართველოს მასშტაბით, ადგილი, სადაც ჩვენმა ასობით წინაპარმა საკუთარი სიცოცხლე დათმო სამშობლოს, საქართველოს ინტერესებისთვის. ამიტომ, ეს ადგილი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს. კრწანისელებს ვპირდები, რომ აქ გაკეთდება ღია მუზეუმი ჩვენი კრწანისელი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად” - აღნიშნა გაბუნიამ.

















