logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა  IFES-ის პრეზიდენტს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ესაუბრა
კახა კუჭავა IFES-ის პრეზიდენტს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ესაუბრა
10:11 26.06.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტსა და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, ენტონი ბენბერის ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა იყო.



"საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა მათთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობდა. IFES-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ძალზე მაღალი სტანდარტებით - გამჭვირვალედ და დემოკრატიის ყველა პრინციპის უზრუნველყოფით", - განაცხადა კახა კუჭავამ. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბენბერიმ გამოთქვა სურვილი და მზაობა, ოქტომბერში საქართველოში შესაძლო ვიზიტის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილზე არჩევნების მიმდინარეობასა და საქართველოში არსებულ საარჩევნო პრაქტიკაზე დაკვირვება.



საუბრის დროს, IFES-ის პრეზიდენტმა და ვიდეო-კონფერენციაში მონაწილე, ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქეთი მაისურაძემ ხაზი გაუსვეს მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტს, მათ ოფისსა და სხვა უწყებებს, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის.



ვიდეო-კონფერენციის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს.



"ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებზეც ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერ-შეტევებთან დაკავშირებულ ახალ პროგრამას, რომელიც დაგვეხმარება უფრო მაღალი სტანდარტებითა და დაცულობით, შედარებით მაღალი ხარისხის მზაობით შევხვდეთ მომდევნო არჩევნებსაც," - აღნიშნა კახა კუჭავამ.



ვიდეო-კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ; საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, ბეატა მარტინ-როზუმილოვიჩმა; ამავე ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების მრჩეველმა, ენტონი ბოიერმა; ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქეთი მაისურაძემ; პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ნინო ფანჯიკიძემ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ლევან ხურციძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა