logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მმართველობის პირობებში ქვეყანას აქვს მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მმართველობის პირობებში ქვეყანას აქვს მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა
09:46 26.06.2020
"საქართველოს ამ რვა წლის განმავლობაში აქვს სტაბილურობა და მშვიდობა, დაცულია ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და უფლებები, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, ბიზნესი თავისუფალია, ქვეყანა კი არცერთ სამხედრო ავანტიურაზე არ წამოგებულა და თავისი წვლილი შეაქვს მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებაში - პროპორციულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ნატოს მისიებში. საქართველო არის საიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "პოსთV"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საგარეო კურსის შესახებ ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებსაც გამოეხმაურა.



"პასუხები ნებისმიერ კრიტიკულ კითხვაზე თუ შეფასებაზე, უნდა დავიწყოთ ჩვენი სიმართლის გააზრებით. უნდა გვესმოდეს რა არის ჩვენი სიმართლე, რომ დისკუსიაში შევიდეთ ასეთ მნიშნელოვან საკითხებზე. პოლიტიკას აქვს თავისი კარდიოგრამა, პოლიტიკა არ არის სწორხაზოვანი მოცემულობა - არის დადებითი შეფასებები, არის კრიტიკა, არის მიღწევები და არის გამოწვევებიც, ეს არის პოლიტიკური რიტმი როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებით. არსებობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები და ოფიციალური განცხადებები, სადაც აშშ-ის მთავრობა საქართველოს პროგრესს დადებიტად აფასებს, სადაც საქართველოს ძლიერ და საიმედო პარტნიორად ასახელებს, სადაც აღიარებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დემოკრატიას აძლიერებს და რეფორმებს ახორციელებს, ეს არის მოცემულობა. არსებობს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის აქტი, რომელიც მაღალი მხარდაჭერით იქნა მიღებული კონგრესში - ამ დოკუმენტში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად ფასდება და ჩვენს ქვეყანას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა. კიდევ არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია და განცხადება გაკეთებულა აშშ-ის მხრიდან. საქართველო ამ არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩაატარებს და გამოიყენებს შესაძლებლობას პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს, რომ დემოკრატიული, უსაფრთხო და საიმედო პარტნიორია",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა