logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ძველმა ოპოზიციამ აირჩია არასწორი სტრატეგია და ახლა ჩიხიდან  ვეღარ გამოდის
არჩილ თალაკვაძე: ძველმა ოპოზიციამ აირჩია არასწორი სტრატეგია და ახლა ჩიხიდან ვეღარ გამოდის
09:38 26.06.2020
"ძველმა ოპოზიციამ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ქმნიან, აირჩია არასწორი სტრატეგია და ყოველდღირად იხდიან ფასს ამ არასწორ არჩევანში - ვეღარ გამოდიან ჩიხიდან. მათ ასი პროცენტით ეგონათ რომ ხელისუფლება ემზადებოდა საკონსტიტუციო ცვლილების ჩასაგდებად, ამიტომ აირჩიეს სტრატეგია, რომ რურუა არის ძველი ოპოზიციის ლიდერი, თითქოს ის არის ტყვეობაში და სჯობს საკონსტიტუციო ცვლილება მათი ლიდერის დაჭერის გამო ჩავარდეს. რასაკვირველია, ჩავარდნის შემდეგაც ჰქონდათ გეგმები",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "პოსტივის" ეთერში განაცხადა.



არჩილ თალაკვაძის თქმით, ძველი ოპოზიცია შესულია პროცესში, საიდანაც უკვე უჭირს უკან დაბრუნება. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა თავის ამომრჩევლებს დაუსახეს პროგრამა, რომ ჩვენი ლიდერი არის დაპატიმრებული და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ "გამოვიხსნათ" ეს ადამიანი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი თვითონ გახდნენ ამ ფეიკ ნარატივის ტყვეობაში და დღეს სხვა გადაწყტვეტილების მიღება უჭირთ - დაკარგავენ მხარდამჭერებს.



"რომ გამოვიდნენ და თქვან, მოდით, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ჯანსაღი პოზიცია, მაგრამ მათ უკვე დაარწმუნეს თავის მხარდამჭერები და დაუსახეს პროგრამა, რომ გიორგი რურუა თუ არ გამოვა დემოკრატიას საქართველოში მომავალი არ აქვს, არჩევნები ვერ ჩატარდება და პოლიტიკური პროცესის ბლოკირებაა საჭირო - ახლა ამ პროგრამიდან ვეღარ გამოდიან. დღეს დაინახეს, რომ ხელისუფლებამ თავის პირობა შეასრულა, ის, რაც ჯერ კიდევ 2018 წელს ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში, ახლა დამატებით გავაკეთეთ 2020 წლის არჩევნებთან მიმართებაშიც. სად იყვნენ მაშინ საერთოდ ეს ადამიანები? - მაშინაც დაბლოკეს საკითხი და მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას. ისინი, ვინც ასე ემოციურად და გულთბილად საუბრობენ პროპორციულ სისტემაზე დიდი ხნის განმავლობაში იყვნე ნ ხელისუფლებაში და არასოდეს უცდიათ საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციულით. როცა განაცხადეს, მხარს ვუჭერთ ცვლილებებსო, მაგრამ ხმას არ მივცემთო - ეს არის ლუსტრაცია",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა