logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე:  ფეიკნიუსთან საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა - ვეთანხმები და მხარს ვუჭერ კახი კალაძეს
არჩილ თალაკვაძე: ფეიკნიუსთან საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა - ვეთანხმები და მხარს ვუჭერ კახი კალაძეს
09:23 26.06.2020
"მინდა მხარი დავუჭირო კახა კალაძის ინიციატივას - ფეიკნიუსთან საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა. ის როგორც მერი ბევრს აკეთებს, ქალაქისთვის ბევრ საჭირო პროექტს ახორციელებს და ვხედავთ, რომ ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, არის შეტევები ოპოზიციის მიერ კონტროლირებული მედიიდან რეალობის დამახინჯებით და ყალბი ამბებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "პოსთV"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.



თბილისის მერის პროექტზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს ყალბი ინფორმაცია და როგორ გავლენას ახდენს ის საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მისი თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა და ის განსაკუთრებით დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ხდება პრობლემა, სადაც არის მედია განვითარებული და თავისუფლების ხარისხი მაღალია.



"ფეიკ ნიუსი აზიანებს თავისუფლების იდეას, აზიანებს დემოკრატიას და ამახინჯებს რეალობას, მოქალაქეებს ხელს უშლის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაბამისად, აზიანებს ჯანსაღ საზოგადოებრივ პროცესს, კულტურას, ეკონომიკას და პოლიტიკასაც. ცხადია, როდესაც ადამიანები უყურებენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს და იღებენ არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას, ბუნებრივია, შემდგომში მათი გადაწყვეტილებებიც არის ამ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ეს გადაწყვეტილებები საბოლოოდ ისევ მოქალაქეებს აყენებს ზიანს. ფეიკნიუსთან საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა - ამიტომ, ვეთანხმები და მხარს ვუჭერ კახი კალაძეს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მისივე თქმით, ამას გარდა, პოლიტიკაში არის ასეთი კანონზომიერება, რომ ტყუილი, რომელსაც 24 საათში არ გაეცემა პასუხი, სიმართლე ხდება და ამიტომ, პოლიტიკოსები ვალდებულები არიან, უსაფუძვლო განცხადებებს, სიცრუეს და დამახინჯებულ ინფორმაციას დროულად უპასუხონ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოიყვანა მაგალითიც, რომელიც ტელეკომპანია "მთვარის" ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით.



"ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ძალიან მძიმე მაგალითი არის ბოლო პერიოდში ტვ "მთავარის" ეთერში გასული ფეიკ სიუჟეტი, რომლითაც საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს მოქალაქეებს სახელმწიფო სთავაზობდა ფულს იმისთვის, რომ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები გაესაღებინათ როგორც კოვიდ19-თან დაკავშირებული. კოვიდ19-თან ბრძოლა ის საკითხია, სადაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებმა და ორგანიზაციებმა წარმატებულად შეაფასეს და ჩვენი ქვეყანა გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და ეფექტური სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი ბიოლოგიურ საფრთხეებსაც გაუმკლავდეს. როდესაც ასეთ სახელმწიფოებრივ თემებს შენ უპირისპირდები ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ინტერვიუებს და თარგმანებსაც აყალბებ, ეს, თავისთავად, არის უმძიმესი და მიმართულია შენი საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ. სწორედ ამაზე პასუხების გაცემა, მიმაჩნია, რომ არის სწორი და აუცილებელი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა