logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია იმდენად დეგრადირდა, რომ საკუთარ ლიდერად გიორგი რურუას აცხადებს
მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია იმდენად დეგრადირდა, რომ საკუთარ ლიდერად გიორგი რურუას აცხადებს
18:28 25.06.2020
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ სახალხო დამცველს, ეს არის დეგრადირებული პოლიტიკური ძალა“,- ამის შესახებ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველს მოუსმინეს. მიხეილ ყაველაშვილმა ოპონენტების განცხადებებსაც უპასუხა. „იმდენად დეგრადირდნენ, რომ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერად აცხადებენ გიორგი რურუას. სად წავიდა გიგა ბოკერია, რომ პირდაპირ ვუთხრა ციხის ბუნტის დროს როგორ ხელმძღვანელობდა კატეგორიული, დამაჯერებელი, როგორც ახლა გამოდის და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ლიდერს. ბევრი პრობლემაა, ამ ანგარიშშიც ბევრი პრობლემა ჩანს, თუმცა, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ეს რეალობა შექმნა, შეგვიძლია ამ კრიტიკის მიღება და განვითარებაზე ფიქრი. „ქართულ ოცნებას“ შესწევს ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის შეფასებებითა და პოზიციით დაინტერესდა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო ევროპული ქვეყნების პოლიცია პარლამენტზე შტურმის დროს.

„მაშინაც აღვნიშნავდი, რომ მმართველი ძალის არცერთ წარმომადგენელს აუგი სიტყვა არ დასცდენია ახალგაზრდების მიმართ. ყველამ შევაფასეთ და ძალიან თვითკრიტიკულიც ვიყავით ამ აქციასთან დაკავშირებით. თუმცა, გულწრფელად მინდა გკითხოთ, როცა 10 ათასი ადამიანი არის შეკრებილი და როცა დაახლოებით 1000-2000 აგრესიული ადამიანი ახორციელებს შტურმს და პირდაპირ თავს ესხმის პოლიციელებს, ხშირად ვყოფილვარ ევროპაში - ვერ წარმომიდგენია, პოლიციაზე თავდასხმის დროს როგორ შეიძლებოდა, სხვანაირად მოქცეულიყო პოლიცია. უფრო მეტად ჰუმანურად მოქცეულიყო, რაც იმ ორი საათის განმავლობაში ითმენდა ამ ყველაფერს. თქვენი შეფასება მინდა კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით“,- მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ნინო ლომჯარიას.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა