logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სოფო კილაძე: სასამართლოს, კანონის უზენაესობის კუთხით, ქვეყანას სერიოზული ნაბიჯები აქვს წინ გადადგმული
სოფო კილაძე: სასამართლოს, კანონის უზენაესობის კუთხით, ქვეყანას სერიოზული ნაბიჯები აქვს წინ გადადგმული
13:23 25.06.2020
"ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ სასამართლოში მძიმე სიტუაცია არის, იმ უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ თუ 2010-2011 წლებში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი მიმართავდა წლიურად სასამართლოს, დღეს უკვე 300 ათას ადამიანამდე არის ასული ეს რაოდენობა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა ენდობა სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ ავხსნი რატომ მიდიან ადამიანები საკუთარი ნებით სასამართლოში სხვადასხვა საკითხების განსახილველად", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.



სოფო კილაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში წასული ადამიანების რაოდენობა ხუთჯერ არის შემცირებული, მისივე თქმით, არაერთი საერთაშორისო შემფასებლის პოზიციაა და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები, პირდაპირ ამბობენ, რომ სასამართლოს, კანონის უზენაესობის კუთხით, ქვეყანას სერიოზული ნაბიჯები აქვს წინ გადადგმული.



"ეს ყველაფერი ერთიანობაში, მე არ მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ სასამართლოში გაუარესდა სიტუაცია პირიქით, მე ეს მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ სასამართლოში გაუმჯობესდა სიტუაცია. რა თქმა უნდა არის ხარვეზები, რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ბევრი მიმართულებით, მაგრამ ტენდენცია მკვეთრად დადებითისკენ არის შესამჩნევი", - განაცხადა სოფიო კილაძემ.​




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა