logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მერაბ ქვარაია: საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის არ მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაოგნებული დატოვა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები
მერაბ ქვარაია: საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის არ მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაოგნებული დატოვა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები
13:00 25.06.2020
"მორიგი უცნაურობა, რომელიც შემოგვთავაზა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - ხმა არ მისცეს კონსტიტუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად აქციეს და ფაქტობრივად, გაოგნებული დატოვეს როგორც ქვეყნის შიგნით არა მარტო ჩვენი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც, გაოგნებული დატოვეს ასევე, საერთაშორისო პარტნიორები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველს უსმენენ.



დეპუტატმა მიმართა ოპონენტებსაც და დაინტერესდა, რას უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან უეცარი გააქტიურება მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეა, ოპონენტებს არც საკომიტეტო დ არც საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მან აღნიშნა ისიც, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმა არ მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც, მისივე შეფასებით, თავად ამ პოლიტიკურმა ძალამ აქცია ქვეყნის ხვალინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად.



"მთელი ევროპის და მსოფლიოს ყურადღება მივიპყარით არჩევნებთან დაკავშირებული საკითხით, ოპოზიციამ ლამის სიკვდილ-სიცოცხლის, ყოფნა-არ ყოფნის საგნად აქცია პროპორციული არჩევნები, რომელზეც ყველამ ვნახეთ, თუ რა პროცესები გამოვიარეთ და საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნების" გონიერებით და კონსენსუსისთვის მზაობით იქნა მიღწეული ის შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ. მორიგი უცნაურობა, რომელიც შემოგვთავაზა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - ხმა არ მისცეს კონსტიტუციას, რომელიც აქციეს ეერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის. ახლა, როგორმე მოხდეს ამ ამბის გადაფარვა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გაოგნებული დატოვეს როგორც ქვეყნის შიგნით არა მარტო ჩვენი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც, გაოგნებული დატოვეს ასევე, საერთაშორისო პარტნიორები იმ საქციელით, რასაც ისინი აკეთებენ. კონსტიტუციას, რომელიც მათი მთავარი საკითხი იყო ყოფნა-არ ყოფნის, მხარი არ დაუჭირეს და ყოვლად გაუგებარი ამბავი, როცა პოლიტპატიმართან დაკავშირების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ამას ახლა, დარწმუნებული ვარ, აქ ერთგვაროვანი არის მოსაზრება",- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.



მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტპატიმრებზე საუბარი არასწორი და პოლიტიკურად გაუმართლებელია.



"ძალა, რომელმაც 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი გააჩინა საქართველოში და ეს არ არის ჩემი ციფრი, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებით, რომელმაც ათასობით უკანონო პატიმარი გააჩინა საქართველოში დღეს პოლიტპატიმრებზე არ უნდა საუბრობდეს და მე სახელებითაც შემიძლია ჩამოგითვალოთ ეს ადამიანები",- განაცხადა დეპუტატმა.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა