logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: გიორგი რურუას მოწოდება ოპოზიციის რეაბილიტაციის და ჩიხიდან გამოყვანის უსუსური მცდელობაა
გურამ ნიკოლაშვილი: გიორგი რურუას მოწოდება ოპოზიციის რეაბილიტაციის და ჩიხიდან გამოყვანის უსუსური მცდელობაა
20:04 24.06.2020
"გიორგი რურუას მოწოდება ოპოზიციის რეაბილიტაციის და ჩიხიდან გამოყვანის უსუსური მცდელობაა" - მიიჩნევს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც ნიკოლაშვილმა ტვ "იმედის" "დღის ქრონიკაში" განაცხადა, რურუას განცხადება სავარაუდოდ მაშველი რგოლი აღმოჩნდება პოლიტიკურ ჩიხში მიმწყვდეული ოპოზიციისთვის.

მისივე თქმით, მესამე მოსმენისას ისინი აუცილებლად დაუჭერენ მხარს შეთანხმებულ საარჩევნო სისტემას, რათა ფასილიტატორ დიპლომატებთან საუბრის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ.

"ოპოზიციის ლიდერად მონათლული გიორგი რურუა პარლამენტის სესიებისას მიმდინარე ბატალიებში ციხიდან ჩაერთო და თავისი პოზიცია გაახმიანა. მისი აზრით აუცილებელია ოპოზიციამ მესამე მოსმენისას კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს. რურუას ეს განცხადება სავარაუდოდ მაშველი რგოლი აღმოჩნდება პოლიტიკურ ჩიხში მიმწყვდეული ოპოზიციისთვის, რომლებმაც მმართველ გუნდს ულტიმატუმი წაუყენეს და უარი განაცხადეს საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მხარდაჭერაზე, თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. ულტიმატუმს წინ უძღოდა ოპოზიციის განცხადებები, რომ მათ გარეშე ცვლილება მოსმენისას კვორუმს და საჭირო მხარდაჭერას ვერ მოაგროვებდა. ცვლილება გავიდა. ოპოზიციამ განაცხადა რომ ეს მათი დამსახურება იყო და ქართულ ოცნებას პროექტის ჩაგდება უნდოდა.

ქართულმა ოცნებამ ულტიმატუმი არ მიიღო. ნაცმოძრაობის მსგავსად, რომელთაც თავიდანვე გაწირეს საარჩევნო სისტემა ჩაგდებისთვის, მეორე მოსმენით კენჭისყრაზე უარი განაცხადეს ევროპული საქართველოს წევრებმაც. პროექტი მაინც გავიდა. როგორც გუშინ ვისაუბრეთ, ოპოზიცია აღმოჩნდა რვა მარტის შეთანხმების დამრღვევი, პროექტის ჩაგდებისთვის გამწირავი და აღმოჩნდა პოლიტიკურ ჩიხში. ბრალდება, რომ ცვლილების ჩაგდება აინტერესებს ოცნებას, ხუხულასავით ჩამოიქცა და დესტრუქციული ძალები პარლამენტის კენჭისყრის ტაბლომ გააშიშვლა. რურუას თემაზე უაზრო ვაჭრობამ ოპოზიცია გააკოტრა და არამომგებიან ვითარებაში ჩააყენა. უკვე გუშინ იყო ცხადი, რომ პროცესი დასრულებულია, ოცნება შეთანხმებას ასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა, ხოლო ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაშია. ჩემი ვარაუდით სოციალურ ქსელში გიორგი რურუას მოწოდება ოპოზიციის რეაბილიტაციის და ჩიხიდან გამოყვანის უსუსური მცდელობაა. მესამე მოსმენისას ისინი აუცილებლად დაუჭერენ მხარს შეთანხმებულ საარჩევნო სისტემას, რათა ფასილიტატორ დიპლომატებთან საუბრის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ. ორშაბათს საკონსტიტუციო ცვლილება გავა, ემზარ კვიციანი კვლავ წინააღმდეგი იქნება, ნაცმოძრაობები ცვლილებების მომხრედ მოგვევლინებიან, საელჩოების გვერდებზე კი გავრცელდება ქართველი ხალხის მიმართ მილოცვის ტექსტები რთული და ერთწლიანი პოლიტიკური პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა