logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილი - ხელისუფლება არა მუმიებს, არამედ ახალგაზრდებს უნდა გადავაბაროთ
სააკაშვილი - ხელისუფლება არა მუმიებს, არამედ ახალგაზრდებს უნდა გადავაბაროთ
10:43 09.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში „ნაციონალური  მოძრაობის“ ყრილობაზე აღნიშნა, ერთ-ერთმა კანდიდატმა უცხოურ პრესასთან ინტერვიუში უტიფრად განაცხადა - „მე ეს რომ გამეკეთებინა, პუტინი თავს მომაძრობდაო“.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს კანდიდატი, რომლის განცხადებითაც, პუტინი წყვეტს საქართველოში ვინ რა უნდა გააკეთოს.

„წარსულის ყველა სახეს კონკრეტული სახელი და გვარი აქვს. თავისი სახე აქვს გაუცემელ და და გაყინულ 14 ლარიან პენსიას. გინდათ იხილოთ ეს სახე? მაშინ იხილეთ ჩვენი კონკურენტი პარტიის შემადგენლობა“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ თავისი სახე აქვს წელიწადში 12-ჯერ სეკვესტრირებულ და შემცირებულ ბიუჯეტსაც.

პრეზიდენტის თქმით, თავისი სახე აქვს პანკისის ხეობაში მოთარეშე ბანდებს, ლეკიანობას, ნარკომანიას. ასევე, თავისი სახე აქვს ასლან აბასიძის რეჟიმს აჭარაში.

მისი განცხადებით, თავისი სახე აქვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს და თავისი სახე აქვს „საკუთარ კარში გოლების გატანის დაჩვეულ ხალხს“.

„რა მნიშვნელობა აქვს შენ კარში გაიტან გოლს თუ მოწინააღმდეგის, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომი - საქართველომ თუ რუსეთმა? მათი გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობა ვერაფერს ხვდება, ლამაზ ოცნებას ამოეფარებიან და ხალხს ყველაფერს დაავიწყებენ, მაგრამ ჩვენი ხალხი წარმოუდგენლად ბრძენია. მან ეს დღეს საქართველოს მტრებსა დ მოყვარეებსაც კარგად დაუმტკიცა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალგაზრდობის პარტიაა, პარტიაში ახალგაზრდების შეყვანა სომბოლურია, რადგან „ხელისუფლება არა მუმიებს, არამედ სწორედ ახალგაზრდებს უნდა გადაებაროს“.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა