logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა
09:20 24.06.2020
"ელჩებმა, ჯერ კიდევ პირველ კენჭისყრამდე, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის დროს ერთ-ერთმა რადიკალურმა პარტიამ - "ევროპულმა საქართველომ" მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ამით სანახევროდ შეასრულეს ელჩების მხრიდან გაკეთებული მოწოდება, თუმცა დღეს არც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და არც "ევროპულმა საქართველომ" არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არად დაგიდებენ ელჩების ასეთ მოწოდებას", - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ელჩების მოწოდების შესრულებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ რას ფიქრობს მათზე დასავლეთი.



"მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - განახორციელონ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და ამისთვის მზად არიან ნებისმიერი უპრინციპო ნაბიჯისთვის. დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობაც იყო უპრინციპობის და ასევე, არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი გამოვლინება. ჯერ მოდიან პირველ მოსმენაზე და არ მოდიან მეორე მოსმენაზე. ეს მათ აგდებთ აბსოლუტურად კომიკურ ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ არათანმიმდევრულობაზეც მეტყველებს ასეთი ცვალებადობა მათი ნაბიჯების. ანუ ერთი, რომ ისინი მიდიან ელჩების წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, სათანადო რეაგირებას პოვებს ელჩების მხრიდან, დასავლეთის მხრიდან და მეორე, ისინი გამოირჩევიან სრული არათანმიმდევრულობით, რაც, ბუნებრივია, დამატებით აზიანებს მათ ისედაც შელახულ იმიჯს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა