"ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებრივი კონსესუსის თანახმად დემოკრატიის ხარისხის
გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენ ეს შევძელით და შევძლებთ მესამე მოსმენაზეც. აქედან გამომდინარე, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა, ყველა თავისი დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, აქედან გამომდინარე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართული მხარის წინაშე, მეორე მხრივ კი, ყველა იმ მხარის წინაშე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას აწერდა ხელს", - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ იგნორირება გაუკეთა ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერ ყველა ძალას მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

















