logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს
მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს
13:21 23.06.2020
"ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანია და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ. მათ შორის, შეიძლება ტოპ ათეულში იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადაარჩინეს საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც მათ გარეშეც მიღებული იქნებოდა ეს ცვლილებები პირველი მოსმენით. იმ დღეს საკონსტიტუციო კანონპროექტს 116 მხარდამჭერი ხმა ჰქონდა, თუმცა ეს დღეს მეორე ხარისხოვანია", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.



მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.



"ამიტომ, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - მამუკა მდინარაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა კარგად ხედავს, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა.



"დარწმუნებული ვარ კონსტიტუციური კანონპროექტი გავა იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით და მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის ხარისხის ამაღლების საქმეში", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა