logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
კახა კუჭავა ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
22:42 22.06.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

„ამერიკელმა კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესის მიმართ და საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მოულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, ყველას ჩართულობით, მეორე და მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული“, - აღნიშნა საუბრის კომენტირებისას კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო აშშ ელჩთან, კელი დეგნანთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრასაც, სადაც განხილული იყო არჩევნების დღეს გასატარებელი ღონისძიებები, ასევე, საპარლამენტო არჩევნებისთვის ადამ კინზინგერის შესაძლო ვიზიტს საქართველოში და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მხარებმა განიხილეს COVID-19-ის გამო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები, ლუგარის ცენტრის როლი პანდემიასთან ბრძოლაში და სომხეთის დახმარების საკითხი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

„ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკის გამოწვევებზე, ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე და ტურიზმის გახსნაზე. კონგრესმენმა კინზიგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ მისი, როგორც ჩვენი ქვეყნის ახლო მეგობრის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. შევთანხმდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ვიდეოკონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ნინო ფანჯიკიძემ და კონგრესმენ კინზინგერის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში სებასტიან დე ლუკამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა