logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანდრია გვიდიანი: არაერთხელ დადასტურებულია, რომ ირანთან ფარულ და ბინძურ გარიგებებში სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო
ანდრია გვიდიანი: არაერთხელ დადასტურებულია, რომ ირანთან ფარულ და ბინძურ გარიგებებში სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო
22:09 22.06.2020
„დოკუმენტურად არაერთხელ დადასტურებულია, რომ ირანთან ფარულ და ბინძურ გარიგებებში სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო - ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირანთან ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ „მთავარ აქცენტებში“ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.

„ერთი კვირის წინ ეს სექტა საკუთარი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებდა ირანთან კავშირებზე და ვითომ და ფულის გათეთრებაზე. დღეს გამოვიდნენ და ბიძინა ივანიშვილმა ირანული ცემენტის შემოტანა დაბლოკაო და იაფი ცემენტი ვეღარ შემოდის ქვეყანაშიო - მოკლედ, ვეღარ გაიგეს რაზე გალანძღონ“ - წერს ანდრია გვიდიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, სინამდვილეში სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველო ირანული წარმომავლობის ფულის სარეცხ მანქანად აქცია.

“როგორც ჩანს "ნაცებს" საკრიტიკო გამოელიათ და საკუთარ აბლაბუდაში ეხვევიან. მათი ორმაგი სტანდარტები რომ ახალი არ არის, ყველამ კარგად იცით, მაგრამ მათი უშინაარსო აქტიურობა და ყეფა უკვე კომიკური ხდება.

სინამდვილეში დოკუმენტურად არაერთხელ დადასტურებულია, რომ ირანთან ფარულ და ბინძურ გარიგებებში სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო.

სინამდვილეში სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველო ირანული წარმომავლობის ფულის სარეცხ მანქანად აქცია.

სხვათა შორის, ირანის შავი ბიზნესის და სააკაშვილის რეჟიმის ფლირტაობასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში ჩანაწერები არაერთხელ მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, "ერთიანი კრიმინალური მოძრაობა" საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის აქტიურად აგრძელებდა ირანულ ბიზნესთან ფარულ ურთიერთობებს. თავის მხრივ, ამ ამბავში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა პროკურატურით დაწყებული, ეროვნული ბანკით დამთავრებული...

ახლა იგივე ხალხი გამოდის და ხან ირანთან რატომ თანამშრომლობთო, ხან ცემენტის შემოტანას რატომ ზღუდავთო?! მოკლედ, "ივანიშვილის პრეზუმპცია" ინ ექშენ: გახსნი? დამნაშავე ხარ. დაკეტავ? მაინც დამნაშავე ხარ. ჩამოყალიბდით, სანამ პირს გააღებთ და რამეს წამოაყრანტალებთ“ - წერს ანდრია გვიდიანი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა