logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 Neweurope: უნდა გვეყოს ზნეობრივი სიმტკიცე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის აღიარებაზე
Neweurope: უნდა გვეყოს ზნეობრივი სიმტკიცე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის აღიარებაზე
14:38 22.06.2020
"საქართველო, ალბათ, საუკეთესო მაგალითია იმ ბუნებრივი კონფლიქტისა, რომელიც არსებობს ავტორიტარული აგრესიის და ეკონომიკური დაკნინების რუსულ მოდელს და თავისუფლების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასავლურ მოდელს შორის" - ნათქვამია ევროპარლამენტარის, ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრ ალექსანდრ ვონდრას სტატიაში სათაურით "G7-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პროდასავლურ მომავალს", რომელსაც  neweurope აქვეყნებს .

ავტორის თქმით, როგორც ჩანს, დიდი შვიდეულის შეხვედრის ჩატარება ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19 პანდემიას ემსხვერპლება, თუმცა ისიც დასაშვებია, რომ სამიტის გადავადებამ პოტენციური გეოპოლიტიკური შეცდომებიც აგვარიდა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე, რაც მოხდებოდა კიდეც შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, უდიდესი შეცდომა იქნებოდა. იმედია, საღი აზროვნება დაბრუნდება იმ დროისთვის, როცა ამ შეხვედრის თარიღს ხელახლა დაგეგმავენ. ამჟამად რუსეთი არ შედის დიდ შვიდეულში და საამისოდ ძალიან კარგი მიზეზი არსებობს: რამდენიმე მეზობლის აგრესიული სამხედრო ოკუპაცია, ასევე დემოკრატიის და საერთაშორისო შეთანხმებების უპატივცემლობა და თვითგამორკვევის უფლების იგნორირება. ასობით ათასი ადამიანი ტერიტორიებზე დონბასიდან (უკრაინა) ყირიმამდე და ცხინვალამდე/სამხრეთ ოსეთამდე (საქართველო) დღემდე ცხოვრობს რუსული ჯარების თუ მილიციის მიერ უკანონო ოკუპაციის პირობებში.

"იმ დროს, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოს ტერიტორიის 20% იმყოფება რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ. ოფიციალური თბილისი განსაკუთრებული მოთმინებით აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ცდილობს რა ოკუპაციის საკითხის გადაჭრას მშვიდობიანი გზით და ოკუპირებულ რეგიონებში გამომწყვდეული მოსახლეობისთვის თავისუფლების მოპოვებას. დაძაბულობის ამ გზით დეესკალაცია წარმოადგენს სერიოზულ და პასუხისმგებელ მიდგომას, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში. მეორე მხრივ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოქმედება დასავლეთის მხრიდან და რუსეთის ზეწოლის გაგრძელება, რათა მან შეწყვიტოს სხვა სახელმწიფოების დემოკრატიაში ჩარევის მცდელობები. სწორედ ამიტომ იქნებოდა არასწორი გზავნილი დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მიწვევა.

პოლონეთის, ბალტიისპირა ქვეყნების და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის საბედნიეროდ, ისინი პირველნი იყვნენ რეგიონში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მე-5 მუხლით გარანტირებული პირობები, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, უზრუნველყოფს სიმტკიცის და სოლიდარობის მაღალ ხარისხს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების საპირწონედ. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მხრიდან მტრული განწყობა იმდენად მძაფრია, რომ ისეთი კიბერშეტევები, რომლებიც მოხდა, მაგალითად, ესტონეთში, ჩვეულ მოვლენად იქცა.

ისევე, როგორც გეოპოლიტიკის ბევრ სხვა საკითხში, აქაც პასუხი ისტორიულ წარსულში შეიძლება ვეძებოთ. ოდითგანვე რუსი ლიდერები ქადაგებენ იმპერიას და გავლენის სფეროებს. ჩვენთვის დასავლეთში ამ ტიპის აზროვნება ისევე მოძველებულია, როგორც მეფეთა ღვთაებრივი უფლებები. დღევანდელ მსოფლიოში არსებობს არა "გავლენის სფეროები", არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ბევრი მათგანი, საქართველოს მსგავსად, მტკიცედ იცავს და დაიცავს თავის დემოკრატიას.

ამ დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობებს და მოქალაქეებს, რომელთა წინაშეც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია, აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ბევრისთვის ეს მომავალი თავისუფალ მსოფლიოშია. ჩვენ, ვინც ამ გაუხშოებული ჰაერით ვსუნთქავთ, უნდა გვეყოს ზნეობრივი სიმტკიცე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის აღიარებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოვლად დაუშვებელია, რომ რუსეთს მიეცეს დიდ შვიდეულში თუნდაც დროებით დაბრუნების შესაძლებლობა" - ნათქვამია სტატიაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა