„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისში დაგეგმილი ყრილობის კულტურული ნაწილი უკვე დაიწყო.
სპორტის სასახლეში მოწყობილ სცენაზე ქართველი შემსრულებლები, მათ შორის, ჯგუფი „ზუმბალენდი“, ნიაზ დიასამიძე და „33ა“ გამოდიან.
სპორტის სასახლე ამ დროისთვის მთლიანად სავსეა. ყრილობაზე მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და საზოგადიებისთვის ცნობილი სახეები არიან შეკრებილები.
ცოტა ხანში ყრილობის პოლიტიკური ნაწილი დაიწყება.
როგორც ცნობილია, ყრილობაზე ხელისუფლების პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრებენ. სპორტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსაც ელოდებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა დღეს საქართველოს ათ დიდ ქალაქში გაიმართა.

















