logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო
გიორგი ვოლსკი: რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო
14:43 21.06.2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მისი მირების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„თითოეული ჩვენთაგანი, არის ის ფრაქციაში გაერთიანებული, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში თავის ემოციით, პიროვნული შეხედულებებით მოვიდა დღეს პარლამენტში. უკეთესი და უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვით - პარლამენტამდე. სხვადასხვა ისტორიები გავიარეთ და ბევრ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ რეალურად ერთი მთავარი თემაა, რომელიც წესით, უნდა გვაერთიანებდეს. რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და არავინ არ თქვას, არავინ არ დაიჯეროს, რომ საქართველო გარეშე ფაქტორის გარეშე შეიძლება იყოს წარმატებული.

მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას და მასში ჩვენს როლს, ჩვენს პოზიციას. ფაქტია, რომ უპრეცენდენტოა ის მდგომარეობა, რაც დღეს გაგვაჩნია საერთაშორისო სტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში, თუ კი საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოზით ჩარეულია ჩვენს ისტორიაში, განვითარებაში და სიტუაციის დალაგებაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა არავინ არ თქვას, რომ საქართველოში საზოგადოების, ხალხის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, ვინც არ უნდა ჩაერიოს. ასე რომ დამოუკიდებლობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრაიცია შევინარჩუნოთ, ისტორიის საუკეთესო ნაწილების რეალიზაცია მოვახდინოთ ჩვენ ახალგაზრდობაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გადაწყვეტილებაც სწორედ საქართველოში გადაწყდა და ვერ გაიზიარებს იმ ოპონენტების მოსაზრებებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში გარე ჩართულობაზე საუბრობს.

„ცვლილებებს უნდა დავუჭიროთ მხარი და პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა გავაგრძელოთ. ეს არის ის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ თუ კი ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა გვინდა. სტაბილურობა ის მთავარი ლოზუნგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ არსებობს, სტაბილურობის გარეშე განვითარებას ადგილი არ ექნება. წარმოდგენილი ცვლილებების დღევანდელი მხარდაჭერა იმის ქვაკუთხედია, რაზედაც ჩვენი მომავალი პოლიტიკური საზოგადოება უნდა აშენდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა