logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მე-9 მოწვევის პარლამენტმა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა
ირაკლი კობახიძე: მე-9 მოწვევის პარლამენტმა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა
14:38 21.06.2020
„მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა. ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროეტქის წარდგენისას.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძლვადიან დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას. მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შეტანას.

„საუბარია ერთჯერად რეგულაციაზე, რომელიც იმოქმედებს შემდეგი მოწვევის პარლამენტის ასარჩევად. ერთჯერადად არის დადგენილი შერეული საარჩევნო სისტემა ახალი პროპორციით და გადანაწილებით - 120/30-ზე“, - განმარტა მომხსენებელმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული იქნა შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით. მისივე განცხადებით, კანონპროექტით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი საარჩევნო ბარიერი, ასევე დადგენილია დიფერენცირებული ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის: რამდენი პარტიაც შედის საარჩევნო ბლოკში, იმდენი პროცენტის აღება სჭირდება ბლოკს იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს და მანდატები მოიპოვოს.

„დადგენილია ფორმულა, რომლის მიხედვითაც მანდატები დანაწილედება თითოეულ პოლიტიკურ პარტიაზე. ეს ფორმულა შეესაბამება კონსტიტუციის ძირითად დებულებებში ასახულ ფორმულას. გაუნაწილებელი მანდატები (ასეთი შეიძლება დარჩეს 1-2) გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, დადგენილია ე. წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს. მისივე თქმით, დადგენილია ასევე 30 მაჟორიტარული საარჩევნო ბლოკი. აქედან თბილისში შექმნილია 8 ოლქი. ერთი რაიონი არის 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. გამონაკლისებია მთაწმინდა-კრწანისი და დიდუბე-ჩუღურეთი, რომლებიც წარმოდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქად. ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილია 10 , ხოლო დასავლეთ საქართველოში - 12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

„ოლქების გადანაწილება ეფუძნება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას, რომლის თანახმად, გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 %-ს საშუალო მაჩვენებლიდან, გამონაკლისი შეიძლება იყოს გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონებისთვის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოლქებისთვის“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, განსაზღვრულია პარტიების რეგისტრაციის დროებითი წესი.

„პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის ესაჭიროება 25 000 ხელმოწერის წარმოდგენა, ამ შემთხვევაში კი ერთჯერადად პარტია წარადგენს 5000 ამომრჩევლის ხელმოწერას. ხელმოწერების წარდგენის ვალდებულებისგან მთლიანად თავისუფლდება ყველა ე. წ. კვალიფიციური პარტია ( ასეთი დღევანდელი მდგომარეობით არის 19) და ის პარტიები, რომლებსაც ბოლო არჩევნებში მიღებული აქვთ 15 000 ხმა დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში“,- განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტით დადგენილია ასევე გადრდამავალი დებულება, რომლის თანახმად, თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ის ამავე სისტემით გაიმართება, მაგრამ პარლამენტი აირჩევა არა 4 წლის, არამედ უფრო მცირე ვადით. კერძოდ, პარლამენტს უფლებამოსილება გაუვა 2024 წლის ოქტომბერში და მორიგი არჩევნები ჩატარდება2024 წლის ოქტომბერში.

„ეს ნორმა მიზნად ისახავს ყოველგვარი მანიპულაციის თავიდან აცილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა