პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" წარმომადგენლები ხვალ ბათუმში აზიზეის მეჩეთის მშენებლობის ადგილზე ჯვრის კურთხევას დაესწრებიან.
როგორც "ნიუსპრესს" "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზიდან" აცნობეს, ჯვრის კურთხევას პარტიის თავმჯდომარე კახა სეთურიძე, საგარეო საქმეთა მდივანი თემურ მურვანიძე და პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილი დაესწრებიან.
პარტიის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ფოთისა და ბათუმის საინიციატივო ჯგუფის ხელმძვანელებსაც შეხვდებიან.
4 მარტს, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის ადგილზე საღმრთო ლიტურღია გაიმართება.

















