logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: შარშანდელი 20 ივნისი იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელიც მავნებლურად, თავისი მიზნებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განშტოებებმა გამოიყენეს
მამუკა მდინარაძე: შარშანდელი 20 ივნისი იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელიც მავნებლურად, თავისი მიზნებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განშტოებებმა გამოიყენეს
23:10 20.06.2020
„მოდით შეცდომით დავიწყოთ, რადგან შეცდომით დაიწყო 20 ივნისი. ეს იყო პროტოკოლური შეცდომაც, მაგრამ მხოლოდ პროტოკოლური შეცდომა არ ყოფილა. ახლა ურემ ამობრუნებულზე გზა როდესაც კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომა იყო თავად ამ ადამიანის ჩამოყვანა. დღევანდელი გადასახედიდან, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ ეს ადამიანი ალბათ არ უნდა ჩამოგვეშვა, მაგრამ გვაქვს ასეთი გამოცდილება - 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა კოვალიოვი, რომელიც, იყო „ეფ ეს ბეს“ წარმომადგენელი, თავის დროზე ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მათ შორის, კანონის დამრღვევი, ასეთი პრეცედენტები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში და მისი პროვოკაციული მოქმედებები ალბათ უნდა გაგვეთვალა, რთული იყო, მაგრამ უნდა გაგვეთვალა. იქ იყო საპროტესტო აქცია, მოქალაქეებისა, რომლებმაც ნახეს, რომ გავრილოვი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი მოთავსდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, მათ აღარ აინტერესებდათ ეს პროტოკოლური შეცდომა იყო, ვინმემ დასვა თუ თავისთავად ჩაიდინა გავრილოვმა პროვოკაციული მოქმედება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სხვა დღის წესრიგი და სხვა სპეკულაციური მიზნები ჰქონდა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ, თუ ხელისუფლება გათვლიდა ის კაცი პროვოკაციაზე წავიდოდა, მაშინ გავრილოვი არ უნდა ჩამოგვეშვა.

„თუ გათვლიდი ამას, მაშინ ამ შეცდომასაც არ დაუშვებდი. შარშანდელი 20 ივნისი იყო ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა, რომელიც ბოროტულად და მავნებლურად, მიზეზად თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სხვა განშტოებებმა. მათ სცადეს, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ თავიანთ მავნებლურ გეგმებში. სახელმწიფომ იმ დღეს თავიდან აიცილა ძალიან დიდი უბედურება, მაგრამ სამწუხაროდ თავიდან ვერ აიცილა რამდენიმე ადამიანის დაზიანება და მორალური და არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, მთელი ცხოვრება გვექნება ამ ადამიანების წინაშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა