logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა; მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე
მამუკა მდინარაძე: ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა; მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე
18:11 20.06.2020
კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე, თუმცა მას შეიძლება სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება დავარქვათ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის თქმით, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერდნენ მხარს.

„შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება და მითუმეტეს მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ყოფილა. ხომ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა არის გაცილებით კარგი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის? ამ არგუმენტმა არ უშველა მათ გადაწყვეტილებას, არ მიეხმარა მათ გადაწყვეტილების მიღებაში. არც 8 მარტის შეთანხმების რეალურმა ტექსტმა უზრუნველყო ეს სამწუხაროდ, მაგრამ მაინც კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ. ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, რომ მათ მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და მგონია, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა. ეს არ შეეხება რომელიმე ერთ ან ორ პიროვნებას, ეს არ შეეხება რაიმე საკითხს, რომელიც მხოლოდ მათ აინტერესებთ. ეს შეეხება ქვეყანას, კონსტიტუციას, მომავალს და დემოკრატიულ განვითარებას. ამით სპეკულირება და შეთანხმების რეალური ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტირება არავის გაუვა. ძალიან კარგია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ელჩების მოწოდების შესაბამისად, თუმცა სანახევრო გადაწყვეტილება არ არის პასუხისმგებლიანი. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება, თუ ისინი იტყვიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერენ მხარს,“ - განაცხადა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა