logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს - გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია
არჩილ თალაკვაძე: სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს - გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია
11:17 20.06.2020
"რაზე ვმსჯელობთ? ჩანაწერზე ანგარიშში, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის "დესტაბილიზაციას" ემსახურება? ეს არასწორი შეფასებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს, გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია. რა განაპირობებს ქვეყნის დესტაბილიზაციას? ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და მათი წამება ციხეებში; ბიზნესის ტერორი და უსამართლობა; რეიდები მედიაზე და მისი მონოპოლიზება; ზღვრის წაშლა სახელისუფლებო შტოებს შორის; მტრის პროვოკაციებზე წამოგება, მიუხედავად პარტნიორების არაერთგზის გაფრთხილებისა - ეს ყველაფერი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ჩააბარა წარსულს და ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება დაცულია" - მაშ როგორ შეიძლება ადამიანი დესტაბილიზაციაზე მუშაობდეს, თუ მისი გუნდი და მისი ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები სტაბილურობაზე მუშაობს"-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "რუსთავის-2"-ის ეთერში განაცხადა.



"კონგრესმენებთან რომ ვისაუბროთ და მათ ვუპასუხოთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიაზროთ რეალობა და ჩვენი სიმართლე - რეალობა კი არის ის, რომ ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს - გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია. აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ასე ძლიერი. საქართველო თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან და ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. ამის დასტურია საერთაშორისო შეფასებებიც 2012 წლიდან დღემდე - საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში 2012 წელს 51-ე იყო რეიტინგში, დღეს 44-ა; ბიზნესის კეთების თავისუფლებით მე-12 ადგილზე იყო, დღეს მეშვიდე პოზიციაზეა; სასამართლოს დამოუკიდებლობით და ეფექტიანობით- 89-ე ვიყავით რეიტინგში 2012 წელს, დღეს 66-ე ვართ. საკუთრების უფლების დაცვა- 120-ე ადგილზე ვიყავით 46-ე ვართ; მედიის თავისუფლება- 105-ზე ვიყავით, 64-ზე ვართ. NAთO-ს შეფასების ანგარიშებში საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული; ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს. ახლა მითხარით, ეს ყველაფერი არის "დესტაბილიზაცია" და რუსული გეგმა?!​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა