logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ფასილიტატორი ელჩების განცხადებამ სპეკულაციებისთვის ყოველგვარ სივრცეს წერტილი დაუსვა
მამუკა მდინარაძე: ფასილიტატორი ელჩების განცხადებამ სპეკულაციებისთვის ყოველგვარ სივრცეს წერტილი დაუსვა
19:47 19.06.2020
„დღეს ჩვენ ვნახეთ ფასილიტატორი ელჩების განცხადება, სადაც ხელშეკრულების ხელმომწერ ყველა მხარეს მოუწოდებენ, მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა და შეასრულონ 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება. "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები დღემდე უარს აცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასა და მხარდაჭერაზე. ელჩების ამ განცხადებამ სპეკულაციებისთვის ყოველგვარ სივრცეს წერტილი დაუსვა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ კენჭისყრასთან დაკავშირებით, მკაფიოდ, ხაზგასმით დააფიქსირონ პოზიცია. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ელჩების ამ განცხადებასაც დააიგნორებს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, პასუხი უნდა იყოს ცალსახა.

„ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ მკაფიოდ, ხაზგასმით კონკრეტულად ამ კენჭისყრასთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და პასუხი გასცენ მთავარ კითხვას: იმ ელჩების მოწოდებას, რომლებიც ფასილიტაციას უწევდნენ მოლაპარაკებებს, ასრულებენ თუ არა. თუ ისინი ამ მოწოდებასაც დააიგნორებენ და მაინც არ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, ამაზე პასუხი უნდა იყოს ცალსახა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რათა ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა პარტნიორებმა საბოლოოდ იცოდნენ მათი გადაწყვეტილების შესახებ: უერთდებიან თუ არა ისინი 8 მარტის შეთანხმებას, ქართული დემოკრატიის განვითარებას ხმას აძლევენ თუ ამ შემთხვევაშიც, პირდაპირი მოწოდების მიუხედავად, მაინც არ აპირებენ კანონპროექტის მხარდაჭერას. ეს ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება.

როდესაც 140-150 დეპუტატი განაცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, აქ რისკი დაყვანილია მინიმუმის მინიმუმამდე. ამ შემთხვევაში კი როდესაც მაქსიმუმ 117 ხმა გვაქვს დათვლილი, თეორიული რისკი მაინც არსებობს, რომელიც ასევე უნდა გამოვრიცხოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა