logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ხაზს ვუსვამ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას
ირაკლი კობახიძე: ხაზს ვუსვამ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას
17:56 19.06.2020
„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების პროცესი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა. დეპუტატის განცხადებით, ერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადა.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება შესაბამისი ვადის გადმოწევას. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის დანერგვას. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სისტემა, რომელიც დაინერგება, იქნება შედეგობრივად იდენტური იმ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან. კერძოდ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით და რაც შეეხება ჩვენს მიერ წარმოდგენილ სისტემას, ეს არის 120/30-ზე სისტემა 1%-იანი საარჩევნო ბარიერით. ის იძლევა, პრაქტიკულად, იდენტურ შედეგს მმართველი პარტიისთვის და ოპოზიციისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსი და დეტალები განმარტა. მისი თქმით, ინერგება ახალი გადანაწილება პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის - 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, ხოლო 30-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ასევე, შემოთავაზებულია 1 %-იანი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის. ამას გარდა, ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი საარჩევნო სისტემაში. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ბლოკებისთვის დანერგილია დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ, რამდენი პარტიაც არის წარმოდგენილი ბლოკში, შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს.

„რაც შეეხება თვითონ მანდატების განაწილების ფორმულას, არის იმის იდენტური, რაც ჩვენ გვაქვს დადგენილი კონსტიტუციის ძირითად ტექსტში, ანუ, მრავლდება 120-ზე, იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. რჩება გაუნაწილებელი მანდატები, თუმცა, ეს შეიძლება იყოს, როგორც წესი, 1-2 მანდატი, რომელიც დარჩება გაუნაწილებელი და ამ შემთხვევაში, ეს მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის პრინციპით, რაც არის ასევე შესაბამისობაში საუკეთესო დასავლურ და კონსტიტუციურ პრაქტიკასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ჩამკეტს, დეპუტატმა განაცხადა, რომ არის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს.

ირაკლი კობახიძემ განმარტებები გააკეთა პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე, არჩევნებში მონაწილეობის წესსა და პირობებზეც. მან ასევე აღნიშნა, რომ მეშვიდე პუნქტში დადგენილია დროებითი რეგულაცია, რომლის მიხედვით, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ეს არჩევნები აღნიშნულ კანონპროექტში გათვალისწინებული სისტემით გაიმართება.

„აქვე არის ერთი დათქმა, რომლის მიხედვითაც, ასეთ შემთხვევაში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადა არის არა 4 წელი, არამედ ამაზე ნაკლები. მაგალითად, თუნდაც, 2023 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ამ საარჩევნო სისტემით, ამ შემთხვევაში, შესაბამისი პარლამენტის უფლებამოსილების ვადაც კი იქნება ამ შემთხვევაში, 1 წელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა