"ბოლო 8 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობა ყოველთვის ცდილობს, რომ მათ მიერ მოგონილი ნარატივი,
ყველაფერი რასაც კი "ქართული ოცნება" შეეხება ზოგადად სახელმწიფოში რა საკითხიც დადგება დღის წესრიგში ყველაფერი თარგმნონ რუსულ ნარატივად და გაღმა შეტევების პრინციპით ანუ თავიანთი ნაკეთები რუსული საქმეები გადაფარონ. ყველამ ვიცით, რომ სიტყვით ყოველთვის იყვნენ პროდასავლელები მაგრამ მხოლოდ სიტყვით. მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ემსახურებოდა რუსულ ინტერესებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

















