logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ,,მთავარი არხის“ ეთერში გასულ მასალას ეხმიანება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ,,მთავარი არხის“ ეთერში გასულ მასალას ეხმიანება
16:08 18.06.2020
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ ბოლნისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს გამოვეხმაუროთ „მთავარი არხის“ ეთერში გასულ მასალას, რომელშიც მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სურსათის პოლიტიკური ნიშნით დარიგებაში დაადანაშაულა.

გვსურს აღვნიშოთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციას.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფელი 25 აპრილიდან მოყოლებული ჩაკეტილია და მკაცრ საკატანტინო ზონადაა გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტები ორ ეტაპად დაურიგა.

100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები ყველა ოჯახმა, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფლის მოსახლეობისთვის გაკუთვნილი სასურსათის შესაძენად ბიუჯეტიდან 40 160 ლარი გამოყო.

მოსახლეობაში დარიგებული სასურსათო პაკეტები ვარგისია და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათი გაფუჭებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ პროდუქტები საკარანტინო მდგომარეობისას მთელს მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე დაარიგა და მის ხარისზე მოსახლეობას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად სწავლობენ სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს და მასზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქე თანასწორია და მას ყველა სერვისი და დახმარება კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით მიეწოდება.

მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გასული მასალა, კორონავირუსის პანდემიისას, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური მთავრობის ეფექტურ მუშაობას ჩრდილს მიზანმიმართულად აყენებს. მივმართავთ ტელეკომპანიას არ შეუწყოს ხელი მოსახლეობაში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყველა მედიასაშუალებასთან აქტიურად თანამშრომლობს და მზად ვართ, მსგავს ბრალდებებს შესაბამისი მტკიცებულელებითა და ფაქტებით ვუპასუხოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა