logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: ევროპისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათ შორის საქართველო არის პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ჩვენ ერთად ვფიქრობთ
ირაკლი ჩიქოვანი: ევროპისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათ შორის საქართველო არის პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ჩვენ ერთად ვფიქრობთ
10:39 18.06.2020
ევროპისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ჩვენ ერთად ვფიქრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგზე, რომელიც 18 ივნისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით გაიმართება.

ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

"ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები და პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურები. შეხვედრაზე განიხილება ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, სახელმწიფოების მიერ მიღწეულ პროგრესთან. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი იქნება იმ გეგმებზე, რომლებიც 2020 წლის შემდეგ უნდა განხორციელდეს პარტნიორობის ფარგლებში. კონფერენცია გვერდს ვერ აუვლის მსოფლიო პანდემიასაც. რომ არა პანდემია, 18 ივნისს დაგეგმილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, ეს თარიღი კვლავაც იყოს აქტუალური და შესაბამისად, დიალოგი ვიდეოკონფერენციის ფორმატში 18 ივნისს იმართება ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, 2021 წლის პირველ ნახევარში გაიმართება სრულფასოვანი სამიტი, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.



"ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული თანამშრომლობის ნაწილია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს არის უკვე მეორე მაღალი დონის ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ევროპისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ჩვენ ერთად ვფიქრობთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა