logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა
18:02 17.06.2020
2020 წლის 17 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან, ონლაინ შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მწვავე ვითარება.

აღინიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან კორონავირუსის პანდემიის პირობებში გახშირებული პროვოკაციები, როგორიცაა ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურება, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გაუმართლებელი გადაწყვეტილება ახალგორის რაიონიდან საქართველო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს ასევე რუსეთის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ ბოლო დროს დეზინფორმაციული შეტევის გააქტიურებაზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციის გახშირებული პროვოკაციები და დესტრუქციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას, მძიმე ტვირთად აწვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და საფრთხეში აგდებს მათ სიცოცხლეს, რასაც შედეგად არაერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა.

მინისტრის მოადგილემ და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრეს მოლაპარაკებების ფორმატების — ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მის ფარგლებში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტური მუშაობის აუცილებლობაზე. გამოიხატა შეშფოთება რუსეთის მხრიდან ფორმატების მიმართ დესტრუქციული მიდგომისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების გამო. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ და უპირობოდ აღდგენის აუცილებლობას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერებას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე ვითარების ესკალაციის პრევენციაში და მადლიერებით აღნიშნა მისიის მიერ გაწეული ძალისხმევა. ლაშა დარსალიამ მზაობა გამოხატა მისიის ახალ ხელძღვანელთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე და მარეკ შჩიგელს წარმატებები უსურვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა